სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გივი ხვადაგიანი 1977-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი დ. სოფ. ზოგიში ცაგერი გივი ხვადაგიანი 1977-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი დ. სოფ. ზოგიში ცაგერი გივი ხვადაგიანი 1977-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი დ. სოფ. ზოგიში ცაგერი

1977-1993 წწ. გარდ. 16 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვადაგიანი სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

გივი ხვადაგიანი 1977-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი დ. სოფ. ზოგიში ცაგერი

(მამა – შვილი)

სოზარ ხვადაგიანი 1952 წლის 16 თებერვალს დაიბადა ცაგერის რაიონის სოფ. ზოგიშში, სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მერე დაოჯახდა, შეეძინა ორი შვილი.
აფხაზეთის ომის დროს, ქალაქის მაშინდელი მერი ოთარ ლითანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და გამოაცხადა, რომ აყალიბებდნენ დივიზიას «თბილისელი», სოზარი დაუფიქრებლად ჩაეწერა მოხალისედ, – გვიამბობს მეუღლე, ქალბატონი რიმა, – ამ დროს ჩემი ბიჭი, გივი, მე-11 კლასში იყო და სიხარულს ვერ ფარავდა: დედი, მამაჩემი ჯიგარი კაცია, კაცური საქმე გააკეთა, აფხაზეთში მიდის საომრადო. სოზარმა ვაჟკაცურად მოიხადა თავისი სამხედრო ვალი, 1992 წლის 26 დეკემბერს, ტყვარჩელის მისადგომებთან სნაიპერის ტყვიით გულგანგმირული დაეცა ბრძოლის ველზე. პატარა გივიმ მოსვენება დაკარგა, შურისძიება ჩაიდო გულში.


ისნის კომისარიატში მივიდა და ეხვეწებოდა კომისარს, მეც წამიყვანეთ, მამაჩემის ადგილი უნდა დავიკავოო, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. ტიროდა, არ ისვენებდა, ოფიციალური ჯარისკაცის სახელით სურდა საომრად წასვლა. როგორღაც მოახერხა მაშველთა კორპუსში ჩაწერა. თანამებროძლებმა «გავროშა» შეარქვეს და ძალიან უფრთხილდებოდნენ. იბრძოდა ოჩამჩირეში, ცხენისწყალთან. ლაბრაში მამამისის დაღუპვის ადგილი იპოვა და თბილისში შესვენებით ჩამოსულმა დედას უთხრა: «დედი, სადაც მამაჩემმა სისხლი დაღვარა, მე ის ადგილი ვნახე, თუ ცოცხალი გადავრჩი, იქ ძეგლს დავდგამ!» ამ დროს მას კონტუზია ჰქონდა მიღებული. სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა, 3 ივნისს ბანკეტზეც კი არ დარჩა – ვინ იცის, იქ ბიჭებს როგორ უჭირთ, უნდა წავიდეო. 17 წელი ფრონტის ხაზზე, ოჩამჩირეში შეუსრულდა. გივი (გია) პატარაობიდანვე შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, სწავლობდა მუსიკას, ცეკვას, ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაში, ყოველთვის კაცური საქმე იზიდავდა.

ცრემლიანი თვალებით აცილებდა შავებში ჩაცმული დედა, ხმას ვერ იღებდა. «ხმა ამოიღე, მითხარი რამე!» – უთხრა გიამ. «რა უნდა გითხრა, ვერ ავიტან, წვალებით რომ ვინმემ მოგკლას» – ძლივს ამოთქვა ქალმა. «ნუ გეშინია, დედა, ნახე, რა მაქვს, და «ლიმონკა» აჩვენა, რომელზედაც დანის წვერით წაწერილი იყო – გივი ხვადაგიანი, – ამას ისე ავაფეთქებ, 4-5 კაცს თან გავიყოლებ!». გიამ, მამამისივით, ვაჟკაცის სახელი დატოვა. მისთვის საბედისწერო გამოდგა თბილისიდან ბოლო გაფრენა 1993 წლის 22 სექტემბერს. ის და მისი მეგობრები – გია ჯავახიშვილი, დათო გრიგოლია, ზურაბ კარანაძე, ალბერტ ჯამბულაშვილი, თენგიზ ნადოევი, სულ 92 ადამიანი – ზღვიდან ნასროლი ჭურვით დაიფერფლნენ ბაბუშერის აეროპორტში.
1997 წლის 9 მაისს მოხერხდა გივი ხვადაგიანის ნეშტის გადმოსვენება თბილისში. დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
გივი ხვადაგიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.



მამა სოზარ ხვადაგიანი
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 31.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0