სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოგი დარსალია გარდ. 1993წ. სოფ ლაბრა ოჩამჩირე დ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე აფხაზეთი გოგი დარსალია გარდ. 1993წ. სოფ ლაბრა ოჩამჩირე დ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დარსალია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

გოგი დარსალია გარდ. 1993წ. სოფ ლაბრა ოჩამჩირე დ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე აფხაზეთი

გოგი მიტროს ძე დარსალია დაიბადა ოჩამჩირის რ-ნი სოფ. კვიტოულში,


მან სოფელში დაამთავრა საშუალო სკოლა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ქ. დუშამბეში მოიხადა სამხედრო მოვალეობა, სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ ჩაირიცხა ქ. ვლადიმერის უმაღლეს სასწავლებელში – მანქანათა შიდა წვის საინჟინრო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თავისი პროფესიით. შემდგომ გადავიდა საბანკო სამუშაოზე. დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში 1992 წ. 8 ოქტომბერს. დარჩა მეუღლე და ვაჟი.

დარსალია გოგი მიტროს ძე გაწვეული იყო ოჩამჩირის სამხედრო კომისარიატის მიერ. აფხაზეთში კონფლიქტური სიტუაციის პირველი დღიდან გვერდში ამოუდგა საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლებს. იგი ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 243 ბატალიონში. ბატალიონი იცავდა სეპარატისტებისაგან არადუ-მერკულის ფრონტის ხაზს. მტერმა ბევრჯერ სცადა შეტევაზე გადმოსულიყო და დაეპყრო არადუ-მერკულის ტერიტორია. მაგრამ, იგი შეჩერებულ იქნა დიდი დანაკარგით. აფხზებმა ვერ შესძლეს განევითარებინათ შეტევა ოჩამჩირის მიმართულებით. ამ ბრძოლაში დარსალია გ. მ. ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას, იბძროდა თავგამოდებით, უშიშრად. მან შესძლო გადაეტანა ფრონტის სიძნელეები. მეთაური მას ენდობოდა და აძლევდა განსაკუთრებულ დავალებას მტრის განლაგების და სხვა მონაცემების შესაძენად.

მორიგი შემოტევის დროს 1992 წლის 8 ოქტომბერს იგი სასიკვდილოდ დაიჭრა. დამარხულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში.

წყარო მარინა ნაჭყებია

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1




დარსალია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ვენორ დარსალია გარდ. 1993წ ტამიში ოჩამჩირე დაბ. ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ინდიკო დარსალია დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-93წწ ფონდი მოლოდინი

2 0