სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იაროსლავ (გელა) ქალდანი 1945-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი იაროსლავ (გელა) ქალდანი 1945-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი

1945-1993 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქალდანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

იაროსლავ (გელა) ქალდანი 1945-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი

იაროსლავ (გელა) ქალდანი


იგი 1945 წლის 9 მაისს დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო,აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. იაროსლავ ქალდანი ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას, გამოქვეყნებული ჰქონდა მეცნიერული ნაშრომები, მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე.


1985-1989 წლებში, როგორც მაღალი რანგის სპეციალისტი, მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ“ ნიგერიაში. 1989 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უცხო ენების კათედრაზე. 1991 წელს ამ კათედრის გამგედ დაინიშნა. სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.
იაროსლავ დავითის ძე ქალდანი ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში 1993 წლის 1 მარტს (ბრძ. N31 03.93 წ.).
1993 წლის 16 მარტს აფხაზ-სეპარატისტთა შემოტევის დროს მდ. გუმისთის მისადგომებთან მე-2 ასეულის ერთი ჯგუფი მოექცა ალყაში, სწრაფი კონტრიერიშით მებრძოლებმა გაარღვიეს ალყა. ხელჩართულ ბრძოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაეცა ბრძოლის ველზე სამშობლოსათვის თავდადებული, მამაცი მებრძოლი იაროსლავ ქალდანი.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0