შოთა აქიშბაია 1956-1993წწ გარდ. სოფ. ბედია გალი დაბ. სოფ. გუდავა გალი აფხაზეთი
შოთა ტერენტის ძე აქიშბაია.
დაიბადა 1956 წლის 3 ივლისს გალის რაიონის სოფ. გუდავა.
შოთა აქიშბაია იბრძოდა აფხაზეთში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის სატანკო-მექანიზირებული პოლკის ქვეითა საბრძოლო მანქანის მეთაურის თანამდებობაზე.
შოთა აქიშბაია თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს.მისი თანამებრძოლეები ახასიათებენ, როგორც უტყუარ, ერთგულ, უშიშარ თანამებრზოლს. იგი სოხუმის დაცემის ბოლო დღემდე იბრძოდა, ვაჟკაცურად ედგა სამშობლოს.
შოთა აქიშბაია სოფ. ბედიაში მტერთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს.