ალექსი ხუციშვილი დუშეთის ბატალიონი
ალექსი ლევანის ძე ხუციშვილი, დაიბადა 1940 წლის 5 თებერვალს ლენინგორის რაიონის სოფელ ზოდეხში, გაათლება – სამხედრო სპეციალური
ცცოლ-შვილიანი.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე, 1960–63 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, იმავე პერიოღში დაამთავრა ორწლიანი პარტიული-სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო სამსაზურის დამთავრების შემდეგ ჰქონდა თადარიგის ლეიტენანტის წოდება.
1968 წელს ალექსი გაიწვიეს სამსახურში როგორც კადრის ოფიცერი, 1971 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის სამხედრო სასწავლებელი. 1980 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, კერძოდ, ახალციხეში, ახალქალაქში. 1980-84 წწ. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ გაიგზავნა ვლადიკავკაზში 1986 წლამდე. 1986 წელს პენსიაზე გავიდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესუსტების გამო, სადაც ცხოვრობდა. მეუღლესთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად. როცა ქართულ-ოსური. კონფლიქტი დაიწყო, ბატონ ალექსის გულმა აღარ მოუთმინა, საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადმოვიდა თბილისში და მიაკითხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც სამხედრო სპეციალისტმა. მიუხედავად თავისჯანმრთელობის მდგომარეობისა, ბატონი ალექსი მე-II მექანიზებული ბრიგადის ბატალიონ „ავაზას“ შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა აფხაზეთში, საქართველოს მიწის დასაცავად ბრძოლაში. 1993 წლის 1 მარტს სოფელ ლაბრასთან ვაჟკაცურად დაეცა ჩვენი „პაპა“, როგორც მას ავაზელები ეძახდნენ.
ბატონი ალექსი. დასაფლავებულია საბურთალოს საზოგადო. მოღვაწეთა.
პანთეონის „შმაოა სასაფლაოზე!
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით
ზემდეგი ნარგიზა ლომთაძე