გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე 19 აპრილი, 1909 31 დეკემბერი, 1973 (64 წლის ასაკში)დაბადების ადგილი: სოფელი ქვაითი, ახლანდელი მარტვილის რაიონი.
წარმოებისაგან მოუწყვეტლივ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური მუშფაკი, შემდეგ სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელი(1941).
1935-1936 წლებში მსახურობდა წითელი არმიის ქართულ საარტილერიო პოლკში. 1943-1946 წლებში იყო თბილისის, ახლანდელი კრწანისის რაიონის სამხედრო კომისარი. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობებზე. საბჭოთა კავშირის გმირი(20.VI.1942). უმცროსი პოლიტხელი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
II მსოფლიო ომში სევასტოპოლის დაცვისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის