სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
თინა წერეთელი 1903-1980წწ. აკადემიკოსი, იურისტი. წარმ. სოფ ცხრუკვეთი, ჭიათურა, იმერეთი.

1903-1980 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი წერეთელი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

თინა წერეთელი 1903-1980წწ. აკადემიკოსი, იურისტი. წარმ. სოფ ცხრუკვეთი, ჭიათურა, იმერეთი.

თინათინ წერეთელი (დაბ. 1903 წლის 25 ივლისს, თბილისი) - მეცნიერი, იურისტი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დამცველთა კოლეგიის წევრი და სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.


ადრეული ცხოვრება

ყოფილი შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში, ექიმის, ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის ოჯახში. წერეთლების ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი: აკაკი წერეთელინიკო ნიკოლაძედავით კლდიაშვილიკიტა აბაშიძეგიორგი ზდანოვიჩი, ახალგაზრდა გალაკტიონი, სახელოვანი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე და მსჯელობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე. ასეთი კულტურული გარემოცვა, ცხადია, ნაყოფიერ ზეგავლენას ახდენდა ახალგაზრდა თინათინის ჩამოყალიბებაზე. თინათინ წერეთელი ადრევე ამჟღავნებდა ნიჭსა და ნათელ, კრიტიკულ აზროვნებას, შრომის დიდ უნარს, მართლმოყვარეობას, გულისხმიერებასა და მედგარ ხასიათს - ყველა იმ თვისებას, რაც ასე ამკობს მთელ მის ხანგრძლივ თავდადებულსა და ნაყოფიერ მოღვაწეობას.

განათლება

1921 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი. 1922-1926 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე; ამ ფაკულტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი იყო ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თინათინ წერეთელი დიდ სიბეჯითეს იჩენდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მეცნიერების დაუფლების საქმეში. ამასთან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი თავისი მოწაფეებისგან მოითხოვდა ფილოსოფიის ცოდნას, რადგანაც მიაჩნდა, რომ უამისოდ სამართლებრივი პრობლემების ღრმა შესწავლა შეუძლებელია. ლუარსაბ ანდრონიკაშვილთან სიახლოვემ, ჯერ მოწაფეობამ, ხოლო შემდეგ მეცნიერულმა თანამშრომლობამ, გადამწყვეტი როლი შეასრულა თინათინ წერეთლის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების განსაზღვრაში. თინათინ წერეთელი თავის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს - „მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში“ - საყვარელი პედაგოგის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხსოვნას უძღვნის. მასვე უძღნის წიგნს: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - რევოლუციონერთა და პროგრესულ მოაზროვნეთა დამცველი“. უნივერსიტეტში სწავლისას თინათინ წერეთლის მეგობარი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და ხშირად თანამოღვაწეც ხდება შემდგომში ცნობილი კრიმინალისტი ვლადიმერ მაყაშვილი.


კარიერა

1929-1930 წლებში თინათინ წერეთელი იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის (დღევანდელი ადვოკატთა ასოციაცია) წევრი. 1934-1939 წლებში მუშაობდა სისხლის სამართლის კათედრაზე პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ასისტენტად, რომელიც ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის და კრიმინალისტიკის მაღალი ტიპის სემინარს. პარალელურად კითხულობდა ლექციების კურსს სამოქალაქო სამართალში. 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობდა სპეცკურსს - სისხლის სამართლის ძირითადი პრობლემები და ხელმძღვანელობდა სპეცსემინარს ამავე დარგში. 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში“.

თინათინ წერეთელი იყო ჩვენს ქვეყანაში პირველი მეცნიერი ქალი, რომელსაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის წოდება სისხლის სამართალში. ის იყო ერთადერთი იურისტი ქალი, რომელიც იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1950-52 წლებში მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის განყოფილებას. განსაკუთრებით დიდია თინათინ წერეთლის დამსახურება დანაშაულის ცნების სტრუქტურის სწორად გააზრებაში, რაც მთელი სისხლის სამართლის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. წლების განმავლობაში მეცნიერს მწვავე პაექრობა ჰქონდა ამ საკითხებზე რუსული საბჭოური სისხლის სამართლის კორიფეებთან. ამ პაექრობამ მას კიდევ უფრო დიდი სახელი მოუხვეჭა თვით მოწინააღმდეგეთა წრეებში.

საზოგადოებრივი საქმიანობა

პროფესორი თინათინ წერეთელი, მეცნიერულ-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. თინათინ წერეთელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლისსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებისა და სასამართლოს შესახებ კანონპროექტების მომზადებაში. იგი შვიდჯერ აირჩეს ქალაქ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

პროფ. თინა წერეთელი იყო საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოსთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის წევრი;

საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოსთან არსებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი;

ჟურნალ „ საბჭოთა სამართლის“ და ჟურნალ „საქართველოს ქალის“ სარედაქციო კოლეგიების წევრი.

მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

თინათინ წერეთლისათვის იურისტის ზნეობრივ პრინციპებსა და სახეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ მისი მოწაფე ადამიანობის, უანგარობის, კანონიერების დაცვის ნიმუში ყოფილიყო. მისი რწმენით, ახალგაზრდა, რაგინდ ნიჭიერი და ბეჯითიც უნდა იყოს, ვერ გახდება ნამდვილი მეცნიერ-იურისტი, თუ არ ჩამოყალიბდა სანიმუშო მოქალაქედ, სპეტაკ, პრინციპულ და შეუპოვარ მსახურად სამართლიანობისა, ჭეშმარიტ მამულიშვილად.

ნაწყვეტი თინათინ წერეთლის ინტერვიუდან, ჟურნალი „კომუნისტი“, 1980 წ. 3 თებერვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალისტი: - როგორ განმარტავთ ღირსეული ადამიანის ცნებას?

თინათინ წერეთელი: -ღირსეულ ადამიანად მიმაჩნია თავისი ქვეყნის, ერის პატივისმცემელი მშრომელი კაცი, რომელიც შორსა დგას მედიდურობისა და პირმოთნეობისაგან.

ჟურნალისტი: - რა მიგაჩნიათ ადამიანთა ურთიერთობების ძირითად საფუძვლად?

თინათინ წერეთელი: -სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. მაშინაც კი, როდესაც გამომძიებელი დანაშაულს იკვლევს, ან მოსამართლე ბოროტმოქმედს სასჯელს ადებს, იგი უნდა გრძნობდეს რომ მის წინაშე ადამიანია და რომ ამ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ,სითბო და სიყვარული. მხოლოდ ამ პირობით მიაღწევს მართლმსაჯულება მიზანს - დამნაშავის გაკეთილშობილებას და საზოგადოებისათვის პატიოსან კაცად დაბრუნებას.

მონოგრაფიები

„დანაშაულის მომზადება და მცდელობა“ (1961);[1]

„თანამონაწილეობა დანაშაულში“ (1965); [2]

„დანაშაულებრივი ქმედობა და მისი შედეგი“ (1966); [3]

„მოძღვრება დანაშაულზე“ (1969).[4]

სხვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე აქტიურად მონაწილეობს თინათინ წერეთლის სახელობის საზოგადოება, რომელიც აქტიურად ატარებს სხვადასხვა სახის კონფერენციებს, იმიტირებული პროცესებსა და საჯარო ლექციებს.

თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0