სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სოლომონ ჩოლოყაშვილი 1883-1944წწ. გარდ. 61 წლის, აკადემიკოსი, აგრონომი, მევენახე, დაბ. სოფ. ბაკურციხე, გურჯაანი.

1883-1944 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჩოლოყაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

სოლომონ ჩოლოყაშვილი 1883-1944წწ. გარდ. 61 წლის, აკადემიკოსი, აგრონომი, მევენახე, დაბ. სოფ. ბაკურციხე, გურჯაანი.

ჩოლოყაშვილი, სოლომონ მიხეილის ძე დაიბადა 1 ივნისი 1883 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში.


დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი თბილისის გიმნაზიაში მიაბარეს. სოლომონმა სწავლა ყირიმში, ნიკიტინის მებაღეობა–მევენახეობის სასწავლებელში განაგრძო. 1904 წელს, რევოლუციური მოღვაწეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შედეგადაც სწავლა ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე კლოსტერნოიბურგის მევენახეობის, მეხილეობისა და დეკორატიული მებაღეობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა მევენახეობა–მეღვინეობის განყოფილება და იმავე სასწავლებელში სამეცნიერო–პრაქტიკული სამუშაოთი დაკავდა.

   1908 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. მისი თაოსნობით, კასპის რაიონში, სოფელ აღაიანში ვაზის სანერგე მეურნეობა შეიქმნა. 1912 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი – "ფილოქსერა და მასთან ბრძოლა", რომელმაც დიდი დახმარება გაუწია მევენახეებს.


   1919–1923 წლებში, უმაღლეს სასოფლო–სამეურნეო კურსებზე მევენახეობის სწავლებას ხელმძღვანელობდა. 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში ლექციებს კითხულობდა. 1923 წელს "მევენახეობის სახელმძღვანელო" გამოსცა. 1923 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭომ ბატონი სოლომონი დოცენრად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა. 1925 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი წელიწადნახევრიანი სამეცნიერო მივლინებით საზღვარგარეთ გაგზავნეს. მუშაობდა გერმანიაში, გაიზენჰაიმში და საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტში.


   სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მევენახეობა–მეღვინეობის საკავშირო სამევნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დაარსებისათვის დაიწყო უნვა. 1931 წელს დაარსებული კვლევითი ინსტიტუტი წარმართავდა სამეცნიერო მუშაობას საბჭოთა კავშირის მევენახეობა–მეღვინეობის ყველა რესპუბლიკაში.

   1935 წლიდან, კვლევითი ინსტიტუტი დატოვა და მთელი დრო და ენერგია სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას მოახმარა, რომელიც მისი დაარსებული იყო. კათედრას 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელიბდა.

   სოლომონ ჩოლოყაშვილი 10 ივნისი 1944 წელს გარდაიცვალა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 229 გვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0