დაბადების ადგილი: ქ. თბილისი 12 ოქტომბერი 1923
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1952-1957წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი; 1957–1959წწ. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი; 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე; 1963-1965წწ. მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება; 1952 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია; 1963 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1964 წლიდან პროფესორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ამერიკის კარდეოლოგიური კოლეჯი, წევრი (1995-)
გერმანიის თერაპიული და კარდეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1982-)
ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი (1994-)
რუსეთის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1990-)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1975-)
შვედეთის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1966-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2003 - აკადემიკოს ე. ჩაზოვის სახელობის "ოქროს მედალი"
2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია , გულის იშემიური დაავადების ჰელი–ნეონის ლაზერის სხივებით მკურნალობის მეთოდის დამუშავებისათვის
1988 - ღირსების ორდენი
1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მიოკარდიის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკისა და გამოცდილების დანერგვისათვის თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში
1980 - სსრკ სამედიცინო აკადემიის ა. მიასნიკოვის სახელობის პრემია
1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი
1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
პროფილაქტიკა და აღდგენითი თერაპია გულის იშემიური დაავადების დროს (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 209გვ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდი (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 135გვ.
გულის პარკუჭშიგა გამტარებლობის დარღვევა (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 202გვ.
გულის რიტმის დარღვევების მკურნალობა ელექტროიმპულსით (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971. - 129გვ.
მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი მკურნალობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 150გვ.