სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურთაზ მურმანის ძე დარჯანია 1973-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მურთაზ მურმანის ძე დარჯანია 1973-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მურთაზ მურმანის ძე დარჯანია 1973-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დარჯანია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია 1973-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

წყარო წიგნიდან საქართველოს გმირები 2021წელი, რედაქტორი ირმა ირემაძე დაბ. ქ. სოხუმი

მურთაზ მურმანის ძე დარჯანია 1973 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში დაიბადა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურთაზ დარჯანია 1992 წლის 27 ნოემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის, პირველი ოცეულის მსროლელად. 1993 წლის პირველ მარტს კი დაინიშნა, ამავე ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად.
მურთაზ დარჯანია აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. მამაცმა მებრძოლმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვითი ოპერაციის დროს.
მურთაზ დარჯანია,1993 წლის 26 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტების მიერ საარტილერიო-სანაღმტყორცნო დაბომბვის დროს მიღებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა. დაკრძალულია გულირიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მურთაზ დარჯანია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითა და მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0