სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე ფრანგიშვილი 1907-1989წწ აკადემიკოსი, ფსიქოლოგი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1907-1989 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ფრანგიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

408       ბეჭდვა

ალექსანდრე ფრანგიშვილი 1907-1989წწ აკადემიკოსი, ფსიქოლოგი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

ალექსანდრე ფრანგიშვილი (დ. 1 სექტემბერი1907სამტრედია — გ. 16 იანვარი1991) — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი.

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქალაქ თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის სახალხო განათლების ხელმძღვანელ მუშკად, შემდგომ კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ლექტორად. 1937-1941 წლებში მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში, ხოლო 1943 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1950 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც 35 წელი ხელმძღვანელობდა, 1976-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი.


თავისი მეცნიერული მუშაობის პროცესში მან დაამუშავა მეცნიერული გამოკვლევის რამდენიმე ციკლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობის გაგებისა და ახსნისათვის. მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, რომლის მიღწევები დღეს ფართოდაა ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგთა სამეცნიერო ცენტრებში.

1974 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

  • 1981 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1979 — ლენინის ორდენი
  • 1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 — შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ფსიქოლოგიური ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 194გვ.
  • სწავლის ფსიქოლოგიის საკითხები : სახელმძღვ. პედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1969. - 138გვ.
  • ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში : XVII-XVIII სს. და XIX ს. დასაწყისი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959. - 484გვ.
  • მეხსიერების ფსიქოლოგიისათვის : მოგონებაში დარწმუნებულობის საფუძვლების პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიაში (ავტორი). - თბილისი, საქართველოს სსრ განსახკომის დაწყებითი და საშუალო სკოლის სახელმწიფო სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტი, 1941. - 144გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0