დაბადების ადგილი: ქ. თელავი 16 მარტი, 1895 გარდ. 27 აგვისტო, 1976 (81 წლის ასაკში)
1915-1916წწ. სწავლობდა პეტერბურგის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში; 1916-1917წწ. პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო უმაღლეს სკოლაში; 1920-1929წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტების სტუდენტი. 1935 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1917 წელს კავკასიის საინჟინრო ბატალიონის სატელეგრაფო ოცეულის სარდალი (ალექსანდროპოლში, სომხეთი); 1917-1918წწ. მთავარი სამხედრო-საინჟინრო პარკი, კავკასიის მე-4 საინჟინრო ბატალიონი (Khnis-Kala, თურქეთი); 1918-1924წწ. საინჟინრო ბატალიონი, სატელეგრაფო ქვედანაყოფი, სარდალი; მთავარი საკომუნიკაციო ერთეული, 1 ქართული ქვეითი სამმართველო; კომუნიკაციების ქვედანაყოფი, მეთაური; კომუნიკაციები განყოფილება (თბილისი); 1924-1927წწ. ტექნიკოსი; მთავარი ტექნიკოსი, თბილისის მერიის ელექტორ სტრუქტურები, ტექნიკური ბიუროს უფროსი; 1927-1929წწ. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის ინჟინერი; 1929-1932წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1932-1933წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დოცენტი; 1935-1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.- თბ., 1984.- გვ. 28
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1976)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1950-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ინტერპოლების თეორია და პრაქტიკა. ფუნქციათა ინტერპოლება, რიცხვითი გაწარმოება და ინტეგრება (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946. - 394გვ.
- გამოკვლევა u-pu-q=O სახის განტოლებისა (ავტორი) // ამონაბეჭდი სტალინის სახელობის საქართველოს საინჟენერო-სააღმშენებლო ინსტიტუტის მოამბე 1 ნაკვეთი.. - ტფილისი, სახელგამი, 1932. - 83-99გვ.