სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
შოთა მესხია 1916-1972წწ. აკადემიკოსი, ისტორია. დაბ. სოფ. ობუჯი, წალენჯიხა.

1916-1972 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მესხია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

შოთა მესხია 1916-1972წწ. აკადემიკოსი, ისტორია. დაბ. სოფ. ობუჯი, წალენჯიხა.

შოთა მესხია (დ. 27 აპრილი1916ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მაისი1972თბილისი)


— ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" II ტომის რედაქტორი.

1937 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (1961 წლიდან).


შოთა მესხია იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ისეთ საკვანძო პრობლემებს, როგორიცაა: ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვიტარების საფეხურები (საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია), ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია, ქართული წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია, საქართველოს ისტორიის სწავლების მეთოდიკა და სხვა. ამ პრობლემებს მან მიუძღვნა თავისი ნაშრომები: „ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოშ“ი (რუსულ ენაზე), „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“, „დავით აღმაშენებელი“, „ძლევაი საკვირველი“ (მიენიჭა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1974)) და სხვა. მან გამოსცა საისტორიო წყარო „ძეგლი ერისთავთა“, მასალები შუა საუკუნეების საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, კლასობრივი ბრძოლისა და სამოხელეო წყობის შესახებ. მას ეკუთვნის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები ძველი ქართველი ისტორიკოსების: ლეონტი მროველის, დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსების, ვახუშტი ბატონიშვილის, თეიმურაზ ბაგრატიონის, ნიკოლოზ დადიანის შესახებ. მონოგრაფია თავისი მასწავლებლის, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

შოთა მესხია თანაავტორია საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოსი (1958), აგრეთვე საქართველოს ისტორიის საშუალო სკოლის სახლემძღვანელოებისა, თბილისის ისტორიის, საქართველოს ისტორიის ნარკვევების II და III ტომებისა. მისი მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე გამოქვეყნდა რუსულად დაუცხო ენებზე (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად).

შოთა მესხიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს მისმა ქალიშვილებმა მანანა და მარინე მესხიებმა 2009 წლის 6 თებერვალს



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2021
ბოლო რედაქტირება 19.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


მესხია თეიმურაზ დაბ. 1967წ. დეკანოზი ლეჯოლოხეს წმ. თამარ მეფის ტაძარი დაბ. წალენჯიხა

2 0

მესხია - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

ბესიკ მესხია 1955-1997წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ოტობაია გალი აფხაზეთიю

3 0