დაბადების ადგილი: სოფელი მლეთა, დუშეთის რაიონი. 21 იანვარი, 1911
დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1932 წელს.
შრომითი საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. 1927 წელს სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე კურსების ინსტრუქტორად და მასწავლებლად; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას; 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.6.-თბ.,1983.-გვ.516
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1978 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
- 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ტრაქტორები და ავტომობილები : საავტოტრაქტორო ძრავების თეორია და გაანგარიშება (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1988. - 407გვ.
- შიგაწვის ძრავების თეორია : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1977. - 439გვ.
- ექსპერიმენტული მასალის დამუშავება : შიგაწვის ძრავების მაგალითზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1965. - 107გვ.
- სატრაქტორო და საავტომობილო ძრავები : [სახელმძღვ. სას.-სამ. ინ-ტის სოფლ. მეურნ. მექანიზაციის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 301გვ.
- გამოკვლევები საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების დარგში (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1961. - 314გვ.