დაბადების ადგილი: ქ. თბილისი 8 მარტი 1926
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1948 წელს.
1952-1966წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1995-1995წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ბროშურები, კანონმდებლობის კომენტარები, სტატიები ჟურნალებში ქართულ, რუსულ ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერცენის პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 1951 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის პრობლემები", დაიცვა 1965 წელს.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 158; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.305
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "არასამთავრობო საერთაშორისო იურისტთა კავშირის" ორგანიზაცია, საკოორდინაციო კომიტეტის წევრი (1996-)
- თბილისის საპატიო მოქალაქე (-2002)
- მსოფლიო იურისტთა ასოციაცია, წევრი (1993-)
- პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1964-)
- საერთაშორისო სამართლის ასოციაცია, წევრი (1980-)
- სამართლის პროფესორთა მსოფლიო ორგანიზაცია, წევრი (1996-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
- სსრკ საკონსტიტუციო ზედამხედველობითი კომიტეტი, წევრი (1989-1992)
- უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
ბიბლიოგრაფია
- სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2003. - 247გვ.. - ISBN: 99940-20-85-4
- კანონი და პიროვნება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1974. - 126გვ.
- საბჭოთა საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაცია (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1972. - 117გვ.