სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე დიდებულიძე 1882-1951წწ აკადემიკოსი, ფიზიკა წარმ. სურამი, ხაშური.

1882-1951 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი დიდებულიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

ალექსანდრე დიდებულიძე 1882-1951წწ აკადემიკოსი, ფიზიკა წარმ. სურამი, ხაშური.

ალექსანდრე დიდებულიძე (დ. 4 დეკემბერი1882თბილისი — გ. 18 აპრილი1951თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი. მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.


ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძე დაიბადა 1882 წლის 4 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ალექსანდრეს მამა სამხედრო პირი იყო, ხოლო დედა, მართა ალექსანდრეს ასული — სიმღერის მასწავლებელი. იგი გამოსული იყო მუსიკის მოყვარულის ალექსანდრე სულხანიშვილის ოჯახიდან. ალექსანდრე დიდებულიძეს დედის შესანიშნავი მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლია, რომ 1907-1909 წლებში იგი ქალაქ რიგაში მუსიკალურ საზოგადოებას თავჯდომარეობდა. ალექსანდრეს ოჯახი მოწინავე და განათლებულ ოჯახად ითვლებოდა.


პირველდაწყებითი განათლება ალექსანდრემ სახლში მიიღო. 1894 წლის სექტემბერში იგი შეიყვანეს თბილისის რეალური სასწავლებლის პირველ კლასში, რომლის სრული კურსი 1903 წლის მაისში დაამთავრა. იმავე წლის ოქტომბერში ალექსანდრე დიდებულიძე უმაღლესი განათლების მისაღებად რიგაში გაემგზავრა. იქ იგი რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე შევიდა. ინსტიტუტში სწავლის დროს მან დიდი ნიჭი გამოამჟღავნა და საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. 1910 წლის მაისში ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური განყოფილების სრული კურსი და მიიღო ინჟინერ-ტექნოლოგის წოდება ჰიდროელექტრობის სპეციალობაში.

ალექსანდრე დიდებულიძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1909 წლიდან, როდესაც იგი, ჯერ კიდევ დიპლომატი, დანიშნეს დამხმარე ასისტენტად რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკის ლაბორატორიაში. 1914 წლიდან ალექსანდრე რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დავალებით, შეთავსებით კითხულობდა ლექციებს რადიოტელეგრაფიასა და ტელეფონიაში. 1915 წელს მას მიანიჭეს დოცენტის წოდება.

რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ევაკუაციის შემდეგ, 1915 წელს, დიდებულიძე მოსკოვში გაემგზავრა. მოსკოვის სამრეწველო სასწავლებელსა და შანიავსკის სახელობის სახალხო უნივერსიტეტში იგი ლექციებს კითხულობდა ელექტროტექნიკაში. ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას მოსკოვის ტექნიკურ სასწალებელში.


1916 წლის დამლევს ალექსანდრე დიდებულიძე მოსკოვიდან ოდესაში გაემგზავრა. იქ იგი უაღრესად სასარგებლო მუშაობას ეწეოდა. ალექსანდრე იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1917 წლის მარტში მან ოდესის ოლქის მზრუნველს მოხსენებითი ბარათით მიმართა პოლიტექნიკური ინსტიტუტის გახსნის შესახებ. მალე ამ ინსტიტუტის გახსნის პროექტი და მისი ფინანსური გაანგარიშება დიდებულიძეს დაევალა. 1917 წელს იგი აირჩიეს დოცენტად ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1918 წლის აპრილიდან უკვე პროფესორია თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე. პარალელურად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ვექტორულ ანალიზს და თეორიულ ელექტროტექნიკას.

1918 წელს ჯანმრთელობის შერყევის გამო ალექსანდრემ გადაწყვიტა თბლისში დაბრუნება. მან ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დიდი სიყვარული დაიმსახურა და იგი დიდი პატივით გამოაცილეს თანამშრომლებმა. დიდი წვლილი მიუძღვის დიდებულიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრისა და პოლიტექნიკური ფაკულტეტის მოწყობის საქმეში. ალექსანდრე დიდებულიძე ლაბორატორიების მოწყობის სურვილით იმდენად იყო გატაცებული, რომ არ ერიდებოდა არავითარ სამუშაოს. ხშირად მთელ დღეს ატარებდა ფიზიკის ლაბორატორიაში და ხელმძღვანელობდა ახალი იარაღების შექმნისა და ძველთა შეკეთების საქმეს. მოაწყო ელექტროსადგური უნივერსიტეტის შენობის გასანათებლად, დააარსა უნივერსიტეტის აფთიაქი, მოაწყო პატარა ლითოგრაფია, სადაც იბეჭდებოდა უნივერსიტეტის პროგრამები, სასწავლო გეგმები და ლექციების კონსპექტები ქართულ ენაზე. შემდეგში მოხერხდა ორი ლითოგრაფიული დაზგის შოვნა, რომლებმაც კიდევ უფრო გააფართოვეს ბეჭდვის საქმე უნივერსიტეტში, მან უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა გამომცემლობა.

1923 წლის 20 იანვარს დიდებულიძე თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად დანიშნეს და ამ მოვალეობას იგი 1924 წლის 24 სექტემბრამდე ასრულებდა. 1932 წელს სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძეს ირჩევენ სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. 1940 წლის 30 დეკემბერს ალექსანდრე დიდებულიძემ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1932 წლიდან 1938 წლამდე ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის კათედრას ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1936-1939 წლებში იყო ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წვიმის სექციის მეცნიერული ხელმძღვანელი. 1936-1945 წლებში განაგებდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1941 წელს სამეურნეო და კულტურული მშენებლობის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ალექსანდრე დიდებულიძეს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. საბჭოთა მთავრობამ და პარტიამ მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოს დიდებულიძის ნაყოფიერ და შემოქმედებით მუშაობას — დაჯილდოვდა ლენინის ორდენითშრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლებით.

ალექსანდრე დიდებულიძე გარდაიცვალა 1951 წლის 18 აპრილს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა გამოსცა ალექსანდრე დიდებულიძის შრომათა სრული კრებული 1952-1955 წლებში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0