სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი. კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კაკონაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

კახა კაკონაშვილი 1983წ. მხატვარი დაბ. თელავი, კახეთი.

კახა თამაზის ძე კაკონაშვილი დაიბადა 1983 წლის 15 თებერვალს  

ამბები.გე სტატია  აქვს ფოტოგალერეა



ამ ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ნახ­ში­რით შეს­რუ­ლე­ბულ­მა ემო­ცი­ურ­მა და ჰი­პე­რრე­ა­ლის­ტურ­მა ნა­ხა­ტებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­იქ­ცია. კახა კა­კო­ნაშ­ვი­ლი თე­ლა­ვე­ლი კა­ცია. ამ­ბობს, რომ და­ი­ბა­და და ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ თე­ლავ­ში. თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია. პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლავთ და ამ­ჟა­მად ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის თე­ლა­ვის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობს. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ნახ­ში­რით ხატ­ვა და­ი­წყო.


"მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არ მქო­ნია ამის მცდე­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად აკ­რი­ლით და ზე­თის საღ­ბა­ვე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. თა­ვი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი, რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მექ­მნა, ვმუ­შა­ობ­დი ხის ფა­ნე­რა­ზე, ვქმნი­დი მას­ზე სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შე­ვარს პუ­როგ­რა­ფი­ის, პუ­ან­ტი­ლიზ­მის და ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც ხეზე წვავ და უმ­ცი­რეს დე­ტა­ლებს ამუ­შა­ვებ, შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გაქვს, რად­გან ვერ წაშ­ლი. მაქვს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლის შექ­მნას 6-7 თვე მო­ვუნ­დი. ახლა ძი­რი­თა­დი ყუ­რად­რე­ბა ნახ­შირ­ზე მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ნა­მუ­შე­ვა­რი ქა­ღალ­დზე იქ­მნე­ბა,“ - გვე­უბ­ნე­ბა კახა კა­კო­ნაშ­ვი­ლი.


- თქვე­ნი სა­ო­ცა­რი ნა­ხა­ტე­ბი მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მა­შინ­ვე იქ­ცევს. რო­დის ქმნით მათ და წი­ნას­წარ, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის წინ, იცით თუ არა, რის შექ­მნას აპი­რებთ?

- ყვე­ლა­ფერს მუ­ზის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ვქმნი, მის გა­რე­შე სწორ ხაზ­საც ვერ გა­ვავ­ლებ, ნა­ხა­ტის შექ­მნა­ზე ხომ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი. 15-წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და და მად­ლო­ბა უფალს, რომ ახლა ეს ემო­ცია არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ძი­რი­თა­დად ვიცი, რა უნდა დავ­ხა­ტო, ჩა­ნა­ფიქ­რი მაქვს, მაგ­რამ შე­დე­გი ყო­ველ­თვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლია.


- რა ასა­კი­დან ხა­ტავთ? და რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის?

- ხატ­ვა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, და­წყე­ბით კლა­სებ­ში და­ვი­წყე. მა­შინ ჰობი იყო, თუმ­ცა ახ­ლაც ჰო­ბია, ოღონდ, უფრო გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი. სულ ძი­ე­ბა­ში ვარ... ჩემ­თვის ხატ­ვა ამო­უც­ნო­ბი რამ არის. რა არის, იცით სა­ინ­ტერ­სო? ყო­ველ­დღე ვპო­უ­ლობ რა­ღაც ახალს და ეს პრო­ცე­სი არ სრულ­დე­ბა...


- ხატ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ტომ არ სცა­დეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში?

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის მხო­ლოდ ჰობი იყო და სე­რი­ო­ზუ­ლად მას­ზე არ მი­ფიქ­რია.

- ხომ არ ნა­ნობთ ამას?

- კი, ცო­ტას ვნა­ნობ...


- პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი რო­დის შექ­მე­ნით და რა იყო, თუ გახ­სოვთ?

- პირ­ვე­ლად, მა­მა­ჩე­მი დახ­ვა­ტე, 4 წლის ასაკ­ში. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ის ნა­მუშ­ვა­რი შე­ნა­ხუ­ლი არ მაქვს.

- ნა­ხა­ტებს თუ ყი­დით?

- იშ­ვი­ა­თად ვყი­დი. თით­ქოს მი­ჭირს კი­დეც მათი გა­სა­ყი­დად გა­მე­ტე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით არის.

ნა­მუ­შევ­რის შე­საქ­მნე­ლად კახა კა­კო­ნაშ­ვი­ლის­თვის ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც რა­ი­მეს შექ­მნას აპი­რებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი - გან­წყო­ბა და მუ­ზაა. მუ­ზად სა­კუ­თარ ოჯახს მი­იჩ­ნევს. რო­დე­საც ნახ­ში­რით პირ­ვე­ლად იმუ­შა­ვა, ამან მას­ში დიდი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია.

"თით­ქოს ნახ­ში­რი ზუს­ტად იმას იმე­ო­რებს, იმ გრძნო­ბებს, რაც გულ­ში მი­დევს... მა­შინ დავ­ხა­ტე ბლო­ე­ლი გო­გია, ალ­ბათ იცით სო­ფელ ბლო­ში მარ­ტო მცხოვ­რე­ბი კაცი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ერ­თობ­ლი­ვად მას სახ­ლი აუ­შე­ნა და მად­ლო­ბა ყვე­ლას ამის­თვის! მე კი მისი პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვით და­ვუ­დე­ქი გვერ­დში. სხვა­თა შო­რის, პორ­ტრე­ტის დას­რუ­ლე­ბა მის და­ბა­დე­ბის დღეს და­ემ­თხვა,“ - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ჯერ არ ჰქო­ნია.

მხო­ლოდ ერთხელ, 15 წლის წინ, თე­ლავ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­ში. თვით­ნას­წავლ მხატ­ვრას კვლა­ვაც უამ­რა­ვი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რის შექ­მნა, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს. ამ­ჟა­მა­დაც ახალ სე­რი­ა­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც „გრძნო­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი“ და­არ­ქვა.

ხოლო კი­თხვა­ზე დროს ხატ­ვის გარ­და კი­დევ რას უთ­მობს ან რა იტა­ცებს, გვპა­სუ­ხობს, რომ - "ჩემი დრო ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნას და ოჯახს ხმარ­დე­ბა“... სა­ნამ კახა კა­კო­ნაშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას მო­ა­წყობს, ის თა­ვის ნა­მუშ­ვრებს მნახ­ვე­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უზი­ა­რებს. ფაქ­ტია, რომ მისი ნა­ხა­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას მარ­თლაც იმ­სა­ხუ­რებს და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მა­ღალ შე­ფა­სე­ბას იღებს.

ლალი ფაცია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0