სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ ტატდაევი (ჩოხელი) 1966-93წწ გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი თამაზ ტატდაევი (ჩოხელი) 1966-93წწ გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტატდაევი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

246       ბეჭდვა

თამაზ ტატდაევი (ჩოხელი) 1966-93წწ გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

თამაზ ტატდაევი (ჩოხელი) ნუზგარის ძე დაიბადა 1966 წლის 15 მარტს, თბილისში.



თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუს ‘’შავნაბადას’’ დაზვერვის ბატალიონის და შემდეგ, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლი.
დაიღუპა 1993 წლის 25 მარტს, ლაბრაში,
ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები არიან: ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი.

პარასკევს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზეა დაგეგმილი. 4 იდენტიფიცირებული მებრძოლის _ ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე; ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს_მიზდონ გაზდელიანს_სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს_ ბოლნისში დაკრძალავენ.


ზიგურდი მურუსიძე მიხეილის ძე

23-ე ბრიგადის სოხუმის საკომენდანტო ასეულის სერჟანტი;

დაიბადა 1950 წლის 9 მაისს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში;

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს კურჩენკოს პარკში.

თამაზ ტატდაევი უზგარის ძე

დაიბადა 1966 წლის 15 მარტს, თბილისში.

თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუს ‘’შავნაბადას’’ დაზვერვის ბატალიონის და შემდეგ, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლი.

დაიღუპა 1993 წლის 25 მარტს, ლაბრაში,

ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ლევან მემანიშვილი პავლეს ძე

დაიბადა 1973 წლის 22 აგვისტოს, ბოლნისში

შინაგანი ჯარების ს/ნ 2-52, რიგითი;

დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, აგუძერაში,

ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ლევან ფუხაშვილი არჩილის ძე

თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ს/N 55058 ზემდეგი- რიგითი მსროლელი;

დაიბადა 1956 წლის 6 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში;

დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს, ლესელიძეში;

ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

დაჯილდოვებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მიზდონ გაზდელიანი სანდროს ძე

დაიბადა 1924 წლის 8 მარტს, ლენტეხში.

თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის მებრძოლი;

დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.

ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ჯენერი კირთაძე გიორგის ძე

დაიბადა 1949 წლის 9 თებერვალს, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში

მე-2 საარმიო კორპუსის მომსახურებისა და უზრუნველყოფის ცალკეული ბატალიონის რიგითი.

დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს.

ითვლებოდა უგზო-უკვლოდ

22 აპრილი 2021წწ

წჯსკ პრეს რელიზი
22 აპრილი, 2021 წ.
1992- 93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირის ნეშტი ამოცნობილია
ჟენევა (წჯსკ) - 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით 14 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ოჯახის წევრების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) დახმარებით.
ამ 14 ადამიანის - 13 ქართველის და 1 აფხაზის - ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წჯსკ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს.
ექსჰუმაცია განხორციელდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე 2010 წლიდან წჯსკ-ს ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.
ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია უახლოეს დღეებში ჩატარდება.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მთელ მსოფლიოში მუშაობს გაუჩინარებული ადამიანების საკითხებზე და მისთვის ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში ოჯახების ტკივილი უფრო მძაფრდება,“ - აღნიშნავს დანიელ მაქსვინი, წჯსკ-ს დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებში კავკასიაში. „ამ საკითხების გადაჭრამ, ნეშტების ამოცნობამ და ოჯახებისთვის დაბრუნებამ, შესაძლოა, შეამსუბუქოს ამ ოჯახების ტკივილი, რომლებიც წლებია იტანჯებიან საყვარელი ადამიანების გაუჩინარებითა და მათი ხვედრის გაურკვევლობით. ეს, ასევე, საზოგადოებას ეხმარება კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაში.“
დესპანის ამ პოზიციის შექმნა - პირველად წჯსკ-ს პრაქტიკაში - ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ოჯახების დახმარება. დესპანის პირველი ამოცანაა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილე მხარეებთან მუშაობა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს გაუჩინარებული ადამიანების მოძიების ახალი მიდგომა, რომელიც არსებულ მექანიზმზე უფრო მდგრადი და ეფექტური იქნება. დაკარგული ადამიანების 90% ჯერ კიდევ არ არის მოძიებული. მომავალში დესპანი გეგმავს ამ ორი საკოორდინაციო მექანიზმის საუკეთესო გამოცდილების გამოყენებას კავკასიაში მომხდარ სხვა კონფლიქტებთან მიმართებაშიც, როგორიცაა მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების მოძიების საკითხი.
2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ მათი ეგიდით 583 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია, ხოლო 192 ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული სხვა ადამიანების ხვედრის დასადგენად.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფიო ელიზბარაშვილი, წჯსკ თბილისი, ტელ: +995 599 50 14 64



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.08.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0