სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
გიორგი ბერიანი (სვანსკი) 1964-2008წწ. ვეტერანი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი გიორგი ბერიანი (სვანსკი) 1964-2008წწ. ვეტერანი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1964-2008 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ბერიაანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

350       ბეჭდვა

გიორგი ბერიანი (სვანსკი) 1964-2008წწ. ვეტერანი დაბ. სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

გიორგი ბერიანი მუშნის ძე დაიბადა 26 მარტი 1964 წელი სოფელი ფშაფი გულრიფში აფხაზეთი გარდაიცვალა 06 დეკემბერი 2008 თბილისში გულის მწვავე უკმარისობით


23-ე ბრიგადის, მე-6 სატანკო ბატალიონის გულრიფშელი გმირი, ( ფშაფი, „ სვანსკი “- შესახვევიდან ) გიორგი ბერიანი, რომელმაც ყუმბარ-მტყორცნის მარტის ბრძოლებიდან შემორჩენილი ერთად-ერთი ჭურვით ააფეთქა აფხაზურ დროშიანი რუსული ბმპ-1.

ჭიდილი მხეცებთან დოკუმენტური ნოველა ავტორი ნუგზარ ქებურია 

16 სექტემბერს მე-6 სატანკო ბატალიონის მეომრები, საავტომობილო ხიდთან ახლოს, უჩხოზის მხარეს, ხუთ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ისხდნენ და ბუხრის მილს ამოფარებულნი დურბინდით ზვერავდნენ აფხაზურ დროშიან, რუსულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც განწირულ ქალაქს გამაყრუებელი გუგუნით უახლოვდებოდა...

- ნახეთ, როგორ მოდიან!.. - და ვაჟკაცური აღნაგობის სვანმა მებრძოლმა ხელი გუმისთის ხიდის მიმართულებით, სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალისაკენ გაიშვირა. სადაც 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, 23-ე ბრიგადის განიარაღებული და დაშლილად გამოცხადებული ბატალიონების საველე მეთაურები მცირე ჯგუფებთან ერთად, ჯერ კიდევ მარტის ბრძოლების დროს კარგად მოწყობილ სანგრებში იყვნენ გამაგრებული. - განა ჩვენი სარდლობისათვის ცნობილი არ იყო, რომ აფხაზური მხარის ბოევიკები შრომა-ახალშენის მონაკვეთში და აქ გუმისთის ხაზზე იყვნენ გამაგრებულნი და გამალებით ემზადებოდნენ ქალაქზე თავდასასხმელად?..
- რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად უწყოდათ, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ ჩვენი, კრემლში გამოჩეკილი მთავრობა და მათი ერთგული სარდლობა უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლების შესანარუნებლად იძულებული გახდნენ ამ მოღალატეობრივ, ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერათ!.. - ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ დამაჯერებელი ახსნა-განმარტებით მიუგო, იქვე მუხლებზე ჩამჯდარმა, მე-6 ბატალიონის, 1-ლი ასეულის მეთაურმა, იურა კვარაცხელიამ.
- მერე რა ქნეს?.. - ისევ იკითხა მზვერავთა ჯგუფის მებრძოლმა, გია ბერიანმა, რომელიც მოუსვენრად აწვალებდა სამხედრო დურბინტს ხელში.
- რა ქნეს და, აიღეს მთელი უძრავი და მოძრავი სამხედრო ტექნიკა გაიტანეს და გაიყვანეს ქალაქიდან... ეგ მამაძაღლები კი აგერ მოგრიალებენ უახლესი კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი ტანკებითა და უთვალავი სამხედრო ტექნიკით... - აღელვებას ვერ მალავდა „ხიმიკების“ ასმეთაური, ნუგზარ არეშიძე.
- მიდით ახლა ბიჭებო და შიშველი ხელებით ებრძოლეთ ამ ღორიშვილებს, რომელთა ზურგს უკან ყბადაღებული რუსეთი დგას, თავისი მშიერი ავაზაკებით, ომებს მოწყურებული კაზაკებითა და ქართველთა სისხლით დაგეშილი გადამთიელებით... - და ბაბუშარელმა ასმეთაურმა, ხვიჩა თოდუამ, როგორღაც მწარე, ღიმილიანი მზერით გახედა მარტის ბრძოლების შემდეგ ქართველი მებრძოლებისგან ნახევრად დაცარიელებულ გუმისთის რამდენიმე კილომეტრიან ზოლს.
ნახევარ საათიანი გამუდმებული დაბომბვის შემდეგ აფხაზური მხარის რუსულმა შენაერთებმა შეძლო გუმისთის ხაზის გარღვევა. ქალაქში შემოსასვლელი ფერდობები და მრავალსართულიანი სახლები რესპუბლიკურ საავადმყოფომდე გააფთრებული იერიშების ობიექტები გახდა.
პირველ ხაზზე მყოფმა ქართველმა მეომრებმა უწესრიგოდ და თავიანთი სარდლობის ლანძღვა-გინებით დაიხიეს უკანა პოზიციებისაკენ.
ეშბას ქუჩაზე ჩამწკრივებული შენობების სახურავებიდან თუ საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წინასწარ ჩასაფრებული აფხაზური მხარის სნაიპერთა ტყვიის წვიმა მოდიოდა, მაგრამ რუსეთის იმპერიულმა ძალებმა მისი დაქირავებული ავაზაკების ქალაქში შემოყვანა ვერ შეძლეო.
დასაწყისში ოდნავ დაბნეულმა ქართველებმა, მძიმე და საერთოდ ყოველგვარი მოძრავი სამხედრო ტექნიკის გარეშე დარჩენილებმა ამ ბრძოლაში, მტრისა და საკუთარი მოღალატე მთავრობის გულის გასახეთქად საოცარი მამაცობა გამოიჩინეს. გათამამებულ გადამთიელებს სწრაფად გააკმენდიეს ხმა. მერე ფრთხილად აიყვანეს დაჭრილები და გაჭირვებით დაიწყეს უკან დახევა.
ნაშუადღევს ზღვისპირა ქალაქის მისადგომებთან, სარკინიგზო ხიდის მხარეს, ტროპიკული ქარიშხალი მცირე ხნით ჩადგა, ამით ისარგებლეს მე-6 ბატალიონის მეომრებმა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლების ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე მოაწყვეს შტაბი.
2000-იანი წლების ფოტო
პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას თქმით, მე-6 სატანკო ბატალიონი 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, გაუქმებული იყო, მაგრამ მაინც შეძლო მებრძოლი ბიჭების მობილიზება. შეიარაღებული იყვნენ ძირითადად ავტომატებით და ხელყუმბარებით... ყავდათ ერთი „ტრაფეინი“ საკუთარი ძალებით გარემონტებული ინვალიდი ტანკი და ერთი ყუმბარმტყორცნი ერთი ჭურვით....
ამ შემადგენლობით და ამ შეიარაღებით დახვდა 16 სექტემბერს გუმისთის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებთან ლეგენდარული მე-6 სატანკო ბატალიონი რუსეთის იმპერიულ ძალებს...
პირველსავე დღეს, გამთენიისას, ბატალიონის ინვალიდ ტანკს ჭურვი მოხვდა, თემურ ზარანდიას თქმით, მექანიკოსმა ტანკის აფეთქებამდე, როგორღაც დევნილი ფოცხვერის სისწრაფით მოასწრო ამოხტომა და ლუქის სარქველის ღიად დატოვება. ამან იხსნა ეკიპაჟი გარდუვალი დაღუპვისაგან... შიგნიდან დენთის, გატრუსული ხორცის და ბიჭების მოგუდული წუხილის ხმა მოისმოდა... დაჭრილი იყო თითქმის ყველა, ეკიპაჟის სამივე წევრი, მაგრამ საბედნიეროდ ყველა გადარჩა...
აფხაზური მხარის ბოევიკებმა ქალაქში შესვლა, რომ ვერ მოახერხეს, სხვა გზას დაუწყეს ძებნა და სარკინიგზო ხიდის სიახლოვეს, მანდარინის ბუჩქნარში გამწარებულნი, დარბოდნენ... ქართველი მეომრები უხმოდ, უსიტყვოდ, დურბინტით უმზერდნენ მათ პანიკურ გამოხტომებს. საავტომობილო ხიდთან თითქმის ოთხი დღე ჰყავდათ მიმწყვდეული, მაგრამ 19 სექტემბერს, დილით, რკინიგზის მხრიდან კანტი-კუნტი სროლები გაისმა, შემდეგ ტყვიების სეტყვა წამოვიდა ერთბაშად ყველა მიმართულებით, ბოლოს ერთი ბმპ-ც გამოჩნდა აფხაზური დროშით... მიუხედავად ამისა ბატალიონის მეთაური თემურ ზარანდია და მისი ასმეთაურები: ხვიჩა თოდუა, იურა კვარაცხელია, მერაბ გუნავა, ნუგზარ არეშიძე და მათი შეიარეღებული ჯგუფები ადგილიდან არ იძროადა... მათ უკანასკნელ წუთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან ეს გზა ერთ-ერთი მთავარი, გუმისთა-ეშერის დამაკავშირებელი იყო და გადიოდა პირდაპირ ქალაქის გარეუბან შუქურასკენ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო გასული ცეცხლწაკიდებული ქალაქიდან...
მალე აფხაზური დროშით მეორე საბრძოლო მანქანაც გამოჩნდა, რომელიც პირველს, მეთაურის თქმით, „პრიკრიტიას“ უკეთებდა. შიგნით მსხდარი რუსი მედესანტეები ბმპ-დან შეუჩერებელივ ცეცხლს უშენდნენ ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ სართულზე გამაგრებულ ქართველ მებრძოლებს...
ქართველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
- ბიჭებო ერთი ჭურვი გვაქვს და რა ვქნათ?... - მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაური პოლკოვნიკი თემურ ზარანდია სიმწრისგან ადგილს ვერ პოულობდა.
- ვინც კარგი სროლა იცის იმან ისროლოს!.. - შიშნარევი ხმით მიუგეს, თითქმის ალყაში მოქცეულმა ბიჭებმა და ერთმანეთს, როგორღაც გამომცდელი მზერა მიაპყრეს.
- გია, ძმაო, მიდი!.. სირცხვილი არ გვაჭამო სვანებს!.. - გაისმა შტაბის დარბაზში ყმაწვილი ბიჭის ხმა, მზვერავთა ჯგუფიდან. - შენ ყველაზე მაგარი მსროლელი ხარ, აბა მიდი!..
გია ბერიანი კუთხეში, ბატალიონის დაზვერვის ბიჭების გვერდით ჩუმად იჯდა, ვაჟკაცური აღნაგობის, სპორტული ტანფეხის სანდომიანი სახის, ოცდაშვიდიოდე წლის სვან მებრძოლს, ლურჯი სამხედრო ფორმა და შავი ბათინკები საოცრად უხდებოდა. იგი სწრაფად წამოდგა, უსიტყვოდ აიღო ხელში ყუმბარმტყორცნი, უხმოდ მოარგო ჭურვი და ყმაწვილ ბიჭს ხელის სწრაფი მოძრაობით ანიშნა, რევოლვერის ტყვიები მომეცი, ყურების დასაცობად მინდაო, უკანა გასასვლელთან შეჩდრდა, ტყვიები ორივე ყურში ჩაიდო, შტაბში მყოფთ იმედის მომცემი მზერა მიმოავლო და გავიდა...
ყმაწვვილმა მზვერავმა ბიჭმა ისეთი გულწრფელი, იმედიანი მზერა გააყოლა გია ბერიანს, ბატალიონის ღრუბელივით მოღუშულ მეთაურს, თემურ ზარანდიას უნებურად გაეღიმა.
გია ბერიანი მესამე სართულზე ავიდა, კიბის კედელს აეკრა და მუხლებზე ჩაჩოქილმა ყუმბარმტყორცნის ზუსტი დამიზნებით მიზანში ამოიღო ბმპ, რომელიც ბატალიონის ახლად შექმნილ შტაბს გვერდიდან, წყალსაქაჩის მხრიდან უახლოვდებოდა.
რეაქტიული ჭურვის მოგრძო ცხვირი მაღლა ასწია და სვანი მებრძოლი ადგილზე გაქვავდა. წამი და ყუმბარმტყორცნი შექანდა... ირგვლივ ყველაფერი შეზანზარდა, თითქოს მიწისძვრააო... აფეთქების ტალღამ ბმპ-ს ლუქი თავის სარქველიანად გადააგლიჯა და ცეცხლში გაეხვია.
იმავ წამს აფეთქებული ბმპ-დან სამი რუსი მედესანტე ამოძვრა, ასმეთაურ ნუგზარ არეშიძის მებრძოლებმა დანებება შესთავაზეს, მაგრამ ცეცხლის ალით გატრუსული რუსები ჯიუტად განაგრძობდნენ სროლას. ბიჭები იძულებული გახდნენ იქვე ამოეხოცათ, რადგან მეორე ბმპ შეუჩერებლივ ისროდა...
მეთაურის თქმით, მანდარინის პლანტაციების მხრიდან მორბოდა ერთი ყმაწვილი მებრძოლი, მერაბ გუნავას ასეულიდან, რომელიც გაჭირვებით მოათრევდა მტრისთვის წართმეულ ყუმბარმტყორცნს და სამ ჭურვს... ყვირილით და კოჭლობით მოდიოდა. აქედან ბიჭები უყვიროდნენ:
- ესროლე ბიჭო!.. ესროლე!.. რას უცდი?!.
არაქათგამოცლილმა და სიმწრის ოფლში გაღვრილმა ბიჭმა ისროლა ერთი... მეორე... მესამე...
ჭურვები ბმპ-ს ცხვირწინ ან კუდში სკდებოდნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერა და ვერ მოახვედრა.
- შენი დედაც!.. - სიბრაზისაგან ხელები თავზე წაიშინა ბიჭმა, რომელმაც ზედიზედ სამი ჭურვი ააცდინა მტრის ბმპ-ს, მაგრამ ბმპ შეტრიალდა და უკან გაბრუნდა. ეტყობა, აფხაზური მხარის ბოევიკებმა გაცლა ამჯობინეს.
მე-6 ბატალიონის თავ-კაცისა და საველე მეთაურების სწრაფი და გონივრული მოქმედებებით , ქართველმა მეომრებმა სამ თუ ოთხ დღიან თავდაცვით ბრძოლაში თავდამსხმელთა ბანდა ამოხოცეს, მაგრამ რამდენიმე ქართველი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის გულრიფშელი გმირი გია ბერიანიც...
- ჩქარა წავიდეთ აქედან, თორემ თუ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაქირავებულმა ავაზაკებმა და რუსმა მედესანტეებმა ქარიშხლისებური შეტევა დაიწყეს, ძნელად რომ რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი გადარჩეს... - უთხრა თემურ ზარანდიამ თავისი ბატალიონის მებრძოლებს და მეორე პოზიციებზე გადასასვლელად დაიწყეს მზადება...
- კი, მაგრამ სოხუმი?.. ქალაქი დავტოვოთ?.. როგორღაც ნაღვლიანი ხმით თქვა ფეხზე დაჭრილმა სვანმა მებრძოლმა, გია ბერიანმა.
- რა თქმა უნდა, არა!.. - ნაძალადევად გაუღიმა სახე მოღუშულმა „ხიმიკების“ მეთაურმა, ნუგზარ არეშიძემ. - მეორე პოზიციაზე გადავდივართ, ბრატ!.. - და წინ წასულ ბიჭებს თვალმოჭუტულმა გახედა.
20 სექტემბერს, აფხაზური მხარის რამდენიმე ჯგუფის განადგურების შემდეგ მე-6 ბატალიონის მებრძოლებმა უკან, საავტომობილო ხიდიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მეორე პოზიციების მიმართულებით აიღეს გეზი, ნახევარი საათი იარეს შეუსვენებლივ, ბიჭებს არაქათი გამოეცალათ, უჭირდათ სიარული, მაგრამ თავს ძალას ატანდნენ და მაინც წინ მიიწევდნენ...

გ. ბერიანი შუაში

გია ბერიანი დგას, მარჯვნიდან პირველი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.05.2021
ბოლო რედაქტირება 03.10.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0