სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი 1971-1993 წწ გარდ. არადუ დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი 1971-1993 წწ გარდ. არადუ დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯიდოშვილი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი 1971-1993 წწ გარდ. არადუ დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი დაიბადა 1971 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.


სწავლობდა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ზურაბი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 11 დეკემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის 24-ე ბრიგადის 244-ე (შემდეგში 243-ე) ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. უშიშარი მეომარი აქტიურად იბრძოდა მოქვთან, მერკულასთან...


1993 წლის 15 სექტემბერს სოფელ არადუზე ფართომასშტაბიანი შეტევისას მეომრები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, სოფელი ალყაში მოექცა. მებრძოლები ცდილობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოეყვანათ, გადაერჩინათ... სწორედ ამ დროს, ზურაბ ჯიდოშვილი ჭურვის ნამსხვრევისგან დაიჭრა, გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიიღო, ხელყუმბარა ააფეთქა და მოახლოებული ბოევიკებიც თან გაიყოლა. დაუვიწყარია სამშობლოსათვის

თავდადებულთა ხსოვნა.


აფხაზეთის ომის დროს ზურაბ ჯიდოშვილი 20 წლის იყო. ომის პირველივე დღიდან აიღო იარაღი და მეგობრებთან ერთად იცავდა სოფელ არადუს. 

ახალგაზრდა მებრძოლი სოფელში ყველას უყვარდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზთა მხარემ დაარღვია 3 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმება და სოფელ არადუს შეუტიეს. სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ბრძოლა.


არადუელები დამხმარე ძალებს ელოდნენ ამაოდ. ტყვია-წამლის ნაკლებობა გაჩნდა... ზურაბმა და მისმა მეგობრებმა, არადუს ხიდთან რომ გადაინაცვლეს, უკვე ბინდდებოდა, ხიდი იცხრილებოდა, ცეცხლის ალში გახვეულ ხიდზე გასვლა ადვილი არ იყო, თუმცა გამოსავალიც არ ჩანდა. უკანაც და წინაც მტრის ტყვია ელოდათ. ზურაბი და მისი მეგობრები ტყვიების წვიმაში მოხვდნენ. წინ ზურაბი მიდიოდა უკან კი სამი მეგობარი მიჰყვებოდა. ზურაბი დაეცა, მეგობრები მიცვივდნენ, მაგრამ უკვე მარცხენა ხელი აღარ ჰქონდა, ყუმბართმტყორცნის ჭურვს წაეგლიჯა... 


მეგობრებმა ზურაბი მოფარებულ ადგილას გადაიყვანეს და დარჩენილი ხელის ნაწილი გადაუხვიეს შემდეგ გეგმა დასახეს, რომ დაღამებისას გადავიდოდნენ ხიდის მეორე მხარეს და ზურაბსაც გადაიყვანდნენ. ზურაბს გონება და მხნეობა არ დაუკარგავს, არც ტკივილს იმჩნევდა, პირიქით, თანამებრძოლებს ამხნევებდა და ეუბნებოდა რომ დაეტოვებინათ და გადასულიყვნენ ხიდის მეორე მხარეს. მეგობრები არ შორდებოდნენ, შელაპარაკებაც კი მოუვიდათ და სწორედ ამ კამათის დროს მტერი მიუახლოვდათ. ზურაბმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა გაახსნევინა მეგობარს, შემდეგ დაიჭირა მარჯვენა ხელში, ავტომატი მოშორებით მიაგდო. უბრძანა მეგობრებს რომ გადამალულიყვნენ. ზურაბმა მტერს აფხაზურად დაუძახა, მტერიც დაიბნა და მისკენ გაემართა (სამი კაცი) ზურაბი აფზახურად შველას ითხოვდა. მტერმაც აუჩქარა ნაბიჯს და უმალვე ზურაბთან მივიდნენ, ზურაბმა კი გამზადებულ ყუმბარას ხელი გაუშვა და მტერს ქართულად შეუკურთხა. რამდენიმე წამში ხორცის ნაგლეჯებად იყო ყველა ქცეული. ზურაბის მეგობრები გადარჩნენ...

დაკრძალვის ადგილი: დიღმის ძმათა სასაფლაო



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.05.2021
ბოლო რედაქტირება 10.07.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0