სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლაშა ჯანხოთელი 1971-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე წარმ. მესტია სვანეთი ლაშა ჯანხოთელი 1971-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე წარმ. მესტია სვანეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯანხოთელი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ლაშა ჯანხოთელი 1971-93 წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე წარმ. მესტია სვანეთი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი, დაიბადა 1971 წლის 26 მარტს.


სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ლაშა ჯანხოთელი 1993 წლის 21 ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ლაშა ჯანხოთელი გამოირჩეოდა მინდობილი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ასრულებდა სამხედრო ხელმძღვანელობის მითითებებსა და დავალებებს, მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ოპერაციაში სოფელ ტამიშში, გუმისთასა და შრომაში.

ლაშა ჯანხოთელი მოწინააღმდეგეების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა გულ-მკერდის არეში. 1993 წლის 6 ივლისს, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ჭრილობებისაგან გარდაიცვალა სოხუმის ჰოსპიტალში.

ლაშა ჯანხოთელი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, „კაშტაკის“ სასაფლაოზე.


ჯანხოთელი ლაშა ვლადიმერის ძე, დაბადებული 1971 წლის 26 მარტს, ქართველი, განათლება დაუმთავრებელი უმაღლესი, თბილისის . ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

. ჯანხოთელი 1993 წლის 21 ივნისიდან, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის / 10152-ის ცალკეული ქიმიური დაცვის «ქაქუცა ჩოლოყაშვილის» სახელობის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ.

მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. . ჯანხოთელი გამოირჩეოდა მინდობილი საქმისადმი მღალი პროფესიულობით. ასრულებდა სამხედრო ხელმძღვანელობის მითითებებსა და დავალებებს, უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამხედრო ოპერაციაში. ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში, გუმისთაში.

. ჯანხოთელი იბრძოდა სოფ. შრომისათვის. მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვისას . ჯანხოთელი მძიმედ დაიჭრა გულ-მკერდის არეში.

1993 წლის 6 ივლისს მიუხედავად ექიმების მცდელობისა, . ჯანხოთელი გარდაიცვალა . სოხუმის ჰოსპიტალში, მიყენებული ჭრილობებისაგან.

. ჯანხოთელი დაკრძალულია . სოხუმში «კაშტაკის» სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.05.2021
ბოლო რედაქტირება 27.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0