წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
ავთანდილ დეკანოიძე დაიბადა 1961 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა მინსკის უშიშროების სკოლაში. უყვარდა ზღვისპირეთი, ამიტომაც სოხუმში დამკვიდრდა საცხოვრებლად. იქვე დაოჯახდა. ფიზიკურად ძლიერ, სპორტული აღნაგობის ავთანდილს წარმატებები ჰქონდა ხელბურთში, სამბოში. აეროპორტის კომენდანტი იყო. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის დაცვის უფროსად დაინიშნა. შემდეგ ჟიული შარტავას დაცვას ხელმძღვანელობდა.
`ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო~, ამბობენ. სწორედ ამ უსპეტაკესი სულის ვაჟკაცმა არ უღალატა მოყვასს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოსა და თავისი თანამოძმეების ერთგული დარჩა.
ავთო დეკანოიძე 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა. მისი ცხედარი ახლობლებმა ჩამოასვენეს. განისვენებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დეკანოიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. .