წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის
მამუკა (გურამ) ღუღუნის ძე ჭოჭუა დაიბადა 1970 წლის 22 ივნისს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის #2 სკოლა-ინტერნატში, იყო სანიმუშო მოსწავლე, კარგი სპორტსმენი (ძალიან უყვარდა ფეხბურთი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა განაგრძო ქალაქ ულიანოვსკის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში _ ტანკშემკეთებლის განხრით. ულიანოვსკიდან გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. ჯარიდან მადლობის წერილებითა და სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. პოლონეთიდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის სამმართველოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მამუკა ჭოჭუა იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პირნათლად ასრულებდა მეთაურთა საბრძოლო დავალებებს, იბრძოდა მდინარე გუმისთასთან, შრომა-კომანის, სოფელ თავისუფლების მისადგომებთან. იყო ოცეულის მეთაური.
1993 წლის 26 სექტემბერს მდინარე გუმისთასთან მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას მამუკა ჭოჭუა სასიკვდილოდ დაიჭრა.