წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
ომარ ჯახია დაიბადა 1949 წლის 10 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსხურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სოხუმის შსს განყოფილებაში ინსპექტორად. მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ომარმა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმისადმი კვალიფიციური დამოკიდებულებით. დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა კოლექტივის წევრებს შორის. მინიჭებული ჰქონდა პოლიციის ლეიტენანტის წოდება.
ომარი ზრუნავდა ცოდნის და პროფესიული დონის ამაღლებაზე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს სწავლობდა შს სამინისტროს კიევის აკადემიის მეხუთე კურსზე. აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ სამშობლოში ჩამოიყვანა და თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. ომარ ჯახია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოხუმისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა.
ომარს დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი.
მივუძღვენით ბაბუას!
ბაბუა იყო შინაგან საქმეთა განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი. ჩემი დედა პირველ კლასში იყო, როცა ბაბუას წერილი მისწერა. შიგ ასეთი რამ ეწერა: ჩემო მამიკო, გთხოვ თავს გაუფრთხილდი. ჩემი დედიკოს გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა იყო უძლიერესი და უშიშარი პიროვნება. მე და ჩემი ძმა ვამაყობთ ჩვენი ბაბუით. ვიქტორია ინჯგია და რეზი ინჯგია ომარ ჯახიას შვილიშვილები ჩემო ძვირფასო ბაბუა, რამოდენიმე წელმა გაირა რაც შენ ჩვენს გვერდით არა ხარ. მაგრამ დროის მსახვრალი ხელი ვერაფერს აკლებს ჩვენს გულში დარჩენილ იარას. ასე იქნება მანამდე, ვიდრე ამქვეყნად ვიქნებით. ჩვენი დედიკო ყოველთვის გვიყვება შენი მამაცობის შესახებ. შენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია. მე და ჩემი ძმა ვამაყობთ შენით.
შენი უნახავი შვილიშვილები ნინო და რაინდი რუსიები ჩემო ომარ! მიხარია რომ შვილიშვილები ასეთ სიტყვებს გიწერენ. ეს ყველაფერი შენი შვილების დამსახურებაა. ისინი არ ივიწყებენ შენს თავს. ჩემო ძვირფასო, ენატრები ძალიან შენს ოჯახს და შენს შვილებს... მსიკვდილამდე ჩვენს გულში იქნები, ცოცხალის სახით
შენი მეუღლე ციური ბერია – ჯახია.