სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რეზო დარსანია 1955-1993წწ გარდ. 38 წლის, სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ლათა კოდორის ხეობა. რეზო დარსანია 1955-1993წწ გარდ. 38 წლის, სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ლათა კოდორის ხეობა.

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დარსანია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

341       ბეჭდვა

რეზო დარსანია 1955-1993წწ გარდ. 38 წლის, სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ლათა კოდორის ხეობა.

სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის



რეზო აკაკის ძე დარსანია დაიბადა 1955 წლის 4 ნოემბერს გულრიფშის  რაიონის სოფელ ლათაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო  სოხუმის პროფესიულ -ტექნიკურ  სასწავლებელში.


    აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების  დროს,რეზო დარსანია  1992 წლის აგვისტოდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  23-ე ბრიგადაში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

რეზო დარსანია დაიღუპა  1993 წლის  27 ივლისს,სოფელ შრომაში ,საჰაერო  დაბომბვის დროს.

     საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რეზო დარსანია დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული თავდადებისათვის“.


„ სულით  ძლიერნი “    რ ე ზ ო  დ ა რ ს ა ნ ი ა   შრომა. 1993 წ. 25 ივლისი.  ავტორი ნუგზარ ქებურია



         - ჩქარა გავიდეთ აქედან, თორემ თუ აფხაზებმა და რუსმა მედესანტეებმა ქარიშხლისებური შეტევა დაიწყეს, ძნელად რომ რომელიმე ჩვენგანი ცოცხალი გადარჩეს... - უთხრა მურთაზ გაბიძაშვილმა თავისი ასეულის მებრძოლებს და მათ ბუჩქებს შორის ლანდივით უხმაუროდ განაგრძეს წინ სვლა...

„ნუთუ ხსნა მხოლოდ სიკვდილშია?.“. - გაიფიქრა გია გვილავამ და უცებ რაღაც საშინელების წინათგრძნობამ ტალღასავით დაუარა.

- გია, ძმაო გული მეუბნება, რომ ცოცხლები დავრჩებით, მტრის ტყვია არც ერთს არ შეგვეხება, - თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო, ერთი ამოსუნთქვით უთხრა სოსო ყალიჩავამ. მჭიდი ავტომატიდან მოხსნა და ტყვიების ჩალაგება დაიწყო.

ამ დროს უცნობი მებრძოლების მცირე ჯგუფმა გვერდით ჩაუარეს. ერთი მათგანი ნოდარ ბეჭვაიას გვერდით შეჩერდა.

- შენ რომელი ბატალიონიდან ხარ?- კითხა შავტუხა მეომარმა.

- არც ერთიდან, რა მოხდა? - კითხვა შეუბრუნა ბეჭვაიამ.

- არაფერი არ მოხდა. შენა? - ახლა დიდიშვილს ჰკითხა შავტუხამ.

- არც ერთიდან!

- თქვენ რა, ბიჭებო, სხვა პასუხი არ იცით? - გაკვირდა უცნობი მეომარი.

ამ დროს უკან მომავალი მებრძოლიც შინაგანი ჯარის მეომრებთან შეჩერდა.

კარგად ჩაცმული და შეიარაღებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ საკმაოდ მოხდენილი და ჭკვიანიც ჩანდა.

ბიჭა ახალაიას დანახვაზე წარბები მაღლა აზიდა და გაკვირვებით ჰკითხა


- შენ? აქ საიდან?

- მიცნობთ?

- რა თქმა უნდა, ნაძალადევად გაუღიმა არაქათ-გამოცლილმა მეომარმა და წინ წასულ ბიჭებს თვალმოჭუტულმა გახედა. - შენი მეგობარი რეზო დარსანია და ნუგზარ სხულუხია მდინარესთან ვნახე ნახევარი საათის წინ, ახლაც იქ იქნებიან... მეც სამხედრო პოლიციის მებრძოლი ვარ! ოთარი მქვია, გვარად კორძახია ვარ მერხეულიდან. ეს კი, გვერდით მდგარ მებრძოლზე მიუთითა, ჩემი მეგობარია, იასონი ჰქვია. ბიჭა ახალაია ორივეს გადაეხვია, ორივეს მეგობრულად მოეფერა და მცირე ხნის შესვენების შემდეგ გზა განაგრძეს.

მებრძოლებმაც მდინარისკენ აიღეს გეზი, ოციოდ წუთი იარეს შეუსვენებლივ, ნოდარ ბეჭვაიას არაქათი გამოეცალა, უჭირდა სიარული, მაგრამ თავს ძალას ატანდა.

მდინარე რომ გამოჩნდა, იქვე ტყის პირას დაბანაკებული თავისივე ბატალიონის ბიჭები დაინახეს. თავგზააბნეული, ცუდად შეიარაღებული მებრძოლები ტყეში მირბი-მორბოდნენ.

მალე რეზო დარსანიაც გამოჩნდა, უკან ედემი კარტოზია და გურამ ნაროუშვილი მოჰყვებოდნენ. მათი გამოჩენა და მაღლა ცაში რუსების ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ და რამდენიმე გამაყრუებელი ჭურვი დააყარეს ქართველ მეომრებს.

შემდეგ ვერტმფრენები ტყის თავზე სულ დაბლა-დაბლა მიფრინავდნენ და ტყვიამფრქვევებიდან ქართველთა პოზიციებს ცეცხლს უშენდნენ. ქართველი მებრძოლები ყუმბარმტყორცნით იგერიებდნენ რკინის ჩიტებს. ყუმბარები ვერტმფრენების ცხვირწინ ან კუდში სკდებოდნენ, მაგრამ ვერც ერთს ვერა და ვერ მოახვედრეს.

      ბიჭა ახალაიამ სწრაფად ამოიღო მიზანში სულ დაბლა დაშვებული ვერტმფრენი, ყუმბარმტყორცნი შექანდა და... რკინის ჩიტი დაყირავდა, შავი კვამლის ცეცხლიანი სუდარა გადმოიფარა და ხელმარჯვნივ ხეობაში ჩაიჩეხა.

სულ ახლოს, ბუჩქნარში კაზაკი ბოევიკები დაქროდნენ. ზემო ფშაფელ ბიჭს ბევრი არ უფიქრია, ტყვიამფრქვევის ცეცხლით მიწას გააკრა მათკენ დაძრული კაზაკები. სხვები ხეებს ამოეფარნენ.

- ამათ მე შევაკავებ თქვენ გადით აქედან... - და ზედი-ზედ მოკლე ჯერი მიუშვა გადამთიელთა მიმართულებით. - რამდენჯერ უნდა გითხრათ! სანამ დროა, გადით, გააღწიეთ აქედან... - უყვირა ბიჭამ თავის მეგობრებს, როცა მიხვდა, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ.

რეზო დარსანიამ პასუხის ნაცვლად გრძელი ჯერი მიუშვა იმ ხეებს, რომელზეც კაზაკი ბოევიკები იყვნენ ამოფარებულები.

- ან ყველანი ერთად გავალთ, ან არც ერთი...- უხეშად მიუგო მან და მოღუშვით გახედა ბიჭა ახალაიას სიბრაზისაგან აწითლებულ, ლამაზ, ვაჟკაცურ სახეს.

ბიჭამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მისი ყურადღება მიიპყრო სვანმა მებრძოლმა, რომელიც ჯიკავ-ჯიკავით მოათრევდა ვიღაც შუახნის კაცს.

ლევანს სნაიპერული, ავტომატური კარაბინი თოფივით ეკიდა მხარზე და წარა-მარა ატრიალებდა აქეთ-იქეთ...

- ვინ მოგცა, მისი დედა ვატირე! არ იცი, როგორ უნდა გადაიკიდო? - რეზო დარსანიაზე გაბრაზებულმა ბიჭა ახალაიამ სვანზე იყარა ჯავრი.

- ამას წავართვი, ამ ტურამ მდინარე გადმოცურა და ტყის პირას დავიჭირე...

- ვინ არის? - გაკვირვებით ჰკითხა მურთაზმა წვერმოშვებულ, ვაჟკაცური აღნაგობის სვანს და მის ტყვეს ალმაცერად გახედა.

- არ ვიცი, ოსად ასაღებს თავს...

გაბიძაშვილმა თავით-ფეხებამდე შეათვალიერა სვანის მიერ მოთრეული ტყვე კაცი და რუსულად ჰკითხა:

- ვინ ხარ?

- ოსი ვარ, შენი ჭირიმე. - აკანკალებული ხმით მიუგო უცნობმა.

- აფხაზებს ეხმარები, არა?

- არა, შენი ჭირიმე, ქართველების და აფხაზების ომი არაა ჩემი საქმე! - თქვა ოსმა. - თუ გამიშვებთ ხვალვე წავალ აქედან, შენი ჭირიმე.

- კი მაგრამ, რატომ არ მიატოვეთ ყოველივე და არ წახვედით? თუ კი მიგაჩნდათ, რომ ეს ომი ძმათამკვლელი იყო, რატომ იბრძოდი ქართველების წინააღმდეგ?

- ხომ გითხარით, მე აქედან წასვლას ვაპირებდი-მეთქი?

- პირიქით შენ ყველაფერი მიატოვე, რომ აქ ქართველების სიცოცხლის მოსპობით ფული გეშოვნა... - ყურში უყვირა სვანმა და თავისი დაკუნთული ხელები ისე ძლიერ მოუჭირა კისერზე, რომ ოსმა სიმწრისაგან თვალები გადმოკარკლა.

- უნდა მომკლათ?

-აბა რა უნდა გიქნათ? - და სვანმა კიდევ უფრო მოუჭირა ხელები კისერზე.

- ნუ მომკლავთ, თქვენი ჭირიმე, გეხვეწებით, გემუდარებით, ბოევიკი არა ვარ, მე უბრალო კაცი ვარ, ცხინვალიდან ორი დღის ჩამოსული ვარ და ჯერ ავტომატიც არ გამისვრია . - ცრემლების ღვარღვალით ეხვეწებოდა შუახნის ოსი.

ბიჭა ახალაიამ დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს გააშვებინა ხელი სვან მებრძოლს ტყვე კაცის კისერზე...

- არა ძმაო, ამ ტურების ხვეწნა-მუდარის მოსმენას, ღია ტყეში, რუსის კარგად შეიარაღებულ სადისანტო ნაწილებთან ბრძოლა თუ არ მერჩიოს, მე ვიყო ღორიშვილი!- მთელი ხმით ღრიალებდა წვერმოშვებული ვაჟკაცი.

გიამ ხელით ანიშნა მეგობარ სვანს, აქ მოდიო.

- რა გინდა, გია? - ბიჭა ახალაიაზე გაბრაზებული სვანი მის წინ შეჩერდა.

- მართლა სვანი ხარ, ბიჭო? - ღიმილით უთხრა დრანდელმა ბიჭმა და მოფერებით მხარზე ხელი გადაუსვა.

- რაზე მატყობ? - გაეღიმა სვანს.

- სიტყვა-პასუხზე. - მიუგო გიამ.

- კი, მაგრამ შენ რა გესმის ჩვენი სიტყვა პასუხისა, მეგრელო?

- იმ ოსმა მითხრა, შენ რომ ეს კარაბინი წაართვი, სვანებს ვაჟკაცური გამოთქმა აქვთო.

- მართალი უთქვამს! - სვანი მართლა ვაჟკაცურად უყურებდა ბავშვური გამომეტყველების, საოცრად კეთილშობილ მეგრელ ბიჭს. უცებ აფხაზების პოზიციების იქით, ფერდობზე რამდენიმე საბრძოლო ჯავშანმანქანა დაინახა. ნელა მოხრიალებდნენ, მაგრამ ქართველების პოზიციებს რომ მოუახლოვდნენ, ერთბაშად მოუმატეს სიჩქარეს და ცეცხლი გახსნეს...

ერთი ჯავშანმანქანა პირდაპირ მათკენ გამოემართა და სწრაფად უახლოვდებოდა მათ პოზიციას. გამოცდილმა სვანმა მებრძოლმა წამში ამოიღო რკინის ურჩხული მიზანში და ყუმბარმტყორცნი გაისროლა. ჯავშანმანქანას ჭურვი კოშკურში მოხვდა და უმალ ცეცხლი გაუჩნდა.

- გია, თავს უშველე! - რაც ძალღონე ჰქონდა შესძახა სვანმა და თვითონ ვარჩელ რეზო დარსანიასთან მიიჭრა, რომ მისთვის ეშველა, მაგრამ ქართველ მებრძოლს ავტომატის ცეცხლმა მკერდის მარცხენა მხარე დაუცხრილა. იგი მძიმედ დაეცა ძირს ისე, როგორც ეცემიან ტყეში მოჭრილი ლამაზი ხეები.

ცეცხლწაკიდებული ჯავშანმანქანის კოშკურის სარქველი აიხადა და ხვრელიდან ახალგაზრდა შავგვრემანი მებრძოლი ამოხოხდა, ძირს გადახტა და ორმოში გატრუნულ ქართველ მებრძოლს მივარდა.

- ლევანიკო!.. შენ ამაფეთქე შე მაიმუნო შენა, ა? - და აფხაზი მეომარი ახლობელივით გადაეხვია ქართველ მებრძოლს...

ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა ხელჩართული ბრძოლა... გია გვილავა გაოცებული უყურებდა ახალგაზრდა აფხაზ ოფიცერს, რომელსაც ხელზე ჰყავდა აყვანილი ქართველი მეომარი და ძლიძლივიბით მიათრევდა.

- ჩვენ აფხაზები არაფერ შუაში ვართ, თქვენ რუსული ჯიშის მაშკა ღორი და არძინბას რეჟიმი გებრძვით, ჩვენ პაიკები ვართ მხოლოდ.

სახიფათო ზონას რომ გასცილდნენ აფხაზმა მებრძოლმა დაჭრილი ქართველი ბიჭი მეგობარ სვანს ფრთხილად გადაუწვინა ზურგზე და თვითონ უკან გაბრუნდა.

- ლევანიკო, ის ბიჭი ახლობელია შენი? - ჰკითხა გიამ, როცა გზაზე მცირე ხანს შეისვენეს.

- არა, უბრალოდ ვმეგობრობდით. ტკვარჩელში ცხოვრობს, იქიდან ხშირად გადმოდიოდა ჩვენთან დათვებზე სანადიროდ. - რაღაც ნაღვლიანი ხმით მიუგო სვანმა.

საშინლად ცხელი და ბნელი ღამე ნელ-ნელა გაიცრიცა. ტყის სუსტი ნიავი ხის ფოთლებს ოდნავ აშრიალებდა, მდინარეც ჩვულებრივად ჩხრიალებდა, ხოლო ტყის სიღრმიდან მგლისა თუ ტურის და ჭოტის კივილი მოისმოდა.

   შრომა-კამანის თავზე რუსეთის ავიაგამანადგურებელმა გადაიკივლა.

- ხო, ხო... რა დღეშია ეს ღორიშვილი?!

- ვინ, ვოვა? - მისუსტებული ხმით ჰკითხა დაჭრილმა ბიჭმა.

სუ!.. - მოკლიდ მიუგო დიდიშვილმა.

- რატომ მაჩუმებ?

დიდიშვილს მწარედ გაეღიმა.

- სუ!.. სუ!.. ბიჭო!.. დედა აფეთქებული, რუსის სუ! - ნერვიულად წამოიძახა მან.

- ალბათ, გუმისთის სარკინიგზო ხიდთან მე-6 სატანკო ბატალიონის დანადგარები შენიშნა, შეჩვენებულმა.

- ჩვენი „შილკებიც“ ესვრიან, მაგრამ უშედეგოდ... - დაჭრილ მებრძოლს შიშისაგან პირისახე გასთეთრებოდა.

ერთი ჭურვი სულ ახლოს აფეთქდა, შემდეგ მეორე, მესამე, და...

გზის პირას გამოსულმა დევნილებმა ხელების ქნევით და „თავს უშველეთ-ოს“ ძახილით ჩაურბინეს გვერდით, თან აუხსნეს, რომ უკვე რამდენიმე საათია აფხაზებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გააფთრებული ბრძოლა წარმოებსო.

... ოცდახუთი ივლისის ცეცხლოვანი ქარიშხალი დაუნდობლად სპობდა წინასწარვე განწირულ, ღმერთისა და კაცისაგან უპატრონოდ მიტოვებულ, ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას.

აფხაზებსა და რუსეთის სადესანტო ნაწილებს შუა მომწყვდეული შინაგანი ჯარისა და სამხედრო პოლიციის მებრძოლები იარაღს არ ყრიდნენ და გააფთრებული იბრძოდნენ... ხელყუმბარათა ნაგლეჯები თუ ტყვიის სეტყვა გლეჯდა და ცხრილავდა ამ უბედურთა ვაჟკაცურ სხეულებს. საუკეთესო მებრძოლები, რევაზ დარსანია, დავით ბებია, ნოდარ ბეჭვაია, ბადრი თორდინავა, ოლეგ ლოლაძე, თენგიზ ტყებუჩავა, ედემი კარტოზია, ზურაბ სხულუხია, ნუგზარ ქობალავა, სოსო ყაჩალავა, ვასო გახარია... მოცელილივით ეცემოდნენ მიწაზე...

ამ ჯგუფიდან, მხოლოდ რამდენიმე ბიჭი, მურთაზ გაბიძაშვილი, ბიჭა ახალაია, ვოვა დიდიშვილი და გია გვილავა განაგრძობდა სისხლისმღვრელ  ბრძოლას, მაგრამ, სამწუხაროდ, მალე ტყვია-წამალი გაუთავდათ და აფხაზური მხარის ბოევიკებმა ისინი ალყაში მოაქციეს...

                        წიგნი „მხეცებთან ჭიდილი“ შეგიძლიათ შეიძინოთ მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან, ჟურნალ-გაზეთების და წიგნების ღია ჯიხურთან, გამყიდველი პაატა, ტელ. 557- 32-43-74. ასევე ვარკეთილის მეტროსთან, ჟურნალ-გაზეთების და წიგნების ღია ჯიხურთან, იკითხეთ ნანა, ტელ. 558 23 04 82. სადგურის მოედანი, მეტროდან რომ გამოხვალთ მარჯვნივ 50 ნაბიჯი და წიგნების და საკანცელარიო ნივთების მაღაზია-239 იკითხეთ თორნიკე, ტელ. 598 82 85 82. მოგვიანებით მითითებული იქნება სხვა მეტრო-სადგურების და წიგნის მაღაზიების მისამართებიც.

               ჩემი მობილური, 555 60 62 68. ნუგზარი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.05.2021
ბოლო რედაქტირება 10.04.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0