სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
გია ომარის ძე ნიკოლეიშვილი დაიბადა 1965 წლის 9 სექტემბერს ვანში. დაამთავრა კიევის უმაღლესი საინჟინრო რადიო-ტექნიკური სამხედრო სასწავლებელი.
გია ნიკოლეიშვილი 1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საბრძოლო მომზადების კადრებისა და სამწყობრო განყოფილების უფროსად.
კაპიტანი გია ნიკოლეიშვილი 1993 წლის 10 ივლისს სოფელ შრომის მისადგომებში საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა-ასრულებდა შტაბის უფროსის მოვალეობას შრომის ბატალიონში.
დაკრძალულია ქალაქ სოხუმში,ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისსა და თავგანწირვისათვის გია ნიკოლეიშვილი,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.