აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის
თეიმურაც
ვაჟას ძე ქანდარია დაიბადა 1962 წლის 20 იანვარს ქალაქ სოხუმში. 1979 წელს წარმატებით
დაამთავრა სოხუმის N1 საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ
სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. დემობილიზაციის შემდეგ ოჯახი შექმნა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,
1993 წლის იანვრიდან შეუერთდა სამშობლოს დამცველთა რიგებს. ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო
პოლიციაში. წარმატებით ასრულებდა რთულ და სახიფათო სადაზვერვო დავალებებს. თეიმურაზი
მონაწილეობდა 1993 წლის 15-16 მარტის საბრძოლო ოპერაციებში, სოფლების - შრომისა და
კომანის მიმდებარედ განხორციელებულ ორთაბრძოლები.
თეიმურაზ ქანდარია, 1993 წლის 16 სექტემბერს, სასიკვდილოდ
დაიჭრა შრომა-თავისუფლების მონაკვეთზე მიმდინარე ბრძოლისას. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
თეიმურაზ ქანდარიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა გვანცა ტალახაძე დაბადებილია 2002წ სოფელი კორბოული საჩხერე