სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ბეინაშვილი 1973-1992წწ. გარდ. 19 წლის, ეშერა სოხუმი დაბ.სოფ. ლამისყანა კასპი მამუკა ბეინაშვილი 1973-1992წწ. გარდ. 19 წლის, ეშერა სოხუმი დაბ.სოფ. ლამისყანა კასპი მამუკა ბეინაშვილი 1973-1992წწ. გარდ. 19 წლის, ეშერა სოხუმი დაბ.სოფ. ლამისყანა კასპი მამუკა ბეინაშვილი 1973-1992წწ. გარდ. 19 წლის, ეშერა სოხუმი დაბ.სოფ. ლამისყანა კასპი

1973-1992 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბეინაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

278       ბეჭდვა

მამუკა ბეინაშვილი 1973-1992წწ. გარდ. 19 წლის, ეშერა სოხუმი დაბ.სოფ. ლამისყანა კასპი

II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"

მამუკა ბეინაშვილი დაიბადა  1973 წლის 7 სექტემბერს.დადიოდა ჭიდაობაზე,იყო კარატეში შავი ქამრის მფლობელი.უყვარდა ძალიან დედა და ოცნება.


 ქ.თბილისის 114-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ხარატად დაიწყო მუშაობა დედაქალაქის ელმავალმშენებელ ქარხანაში. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. გამწვავებული პოლიტიკური ვითარების  გამო (სამაჩაბლოში უკვე იყო აგორებული ეთნიკური კონფლიქტი) დედა,ქალბატონი მანანა წინააღმდეგი იყო,შვილს ჯარში ემსახურა(მოახლოვებულ უბედურებას,ალბათ, დედის უტყუარი გუმანითაც გრძნობდა).

-ეს ჩემი და ჩემი თანატოლების ვალია; მით უფრო, ახლა,-უთქვამს მაშინ მამუკას დედისთვის.

სამხედრო კომისარიატის ეზოს,ლამის ყოველდღე "სტუმრობდა" ქალბატონი მანანა. ნახულობდა შვილს,რომელიც საყვედურობდა კიდეც,სირცხვილია,სხვა ბიჭებსაც ხომ ჰყავთ დედებიო.



დედა-შვილს თურმე ერთად ყოფნის ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ცხინვალის მისადგომებთან,ერგნეთის შეტაკების შემდეგ ვითარება მალევე უკიდურესად დაიძაბა აფხაზეთშიც. 14 აგვისტოს კი ომი დაიწყო. მამუკა ბეინაშვილი,როგორც კი გაიგო,რომ ნაძალადევის სამხედრო შტაბიდან მის ბიჭებსაც აგზავნიდნენ აფხაზეთში საომრად,არ დაემშვიდობა,ისე გაეპარა დედას.

მხოლოდ მეორე დღეს დაურეკა გაგრიდან:-დედა,მაპატიე და,გთხოვ,არ ინერვიულო.იქნებ გვირჩიო,როგორ მოვიქცეთ: მე არ წავიდე,ის არ წავიდეს,არავინ წავიდეს,ქვეყანა კი ვის შევატოვოთ?!

აგვისტოში,ორი კვირის მანძილზე,ყოველდღე ელაპარაკებოდა დედას,უყვებოდა ამბებს,ეხუმრებოდა,ამშვიდებდა.უკანასკნელად შეეხმიანა 30 აგვისტოს,კვირას.უთქვამს,ორსაბათს თუ არ დაგირეკე ,არ ინერვიულოო.მძიმე შეტევისთვის ემზადებოდნენ ბიჭები და თუ იფიქრა მამუკამ ,ვინ იცის,როგორი დღე გვითენდება,დღეს მაინც ვანუგეშებ დედასო.

1992 წლის 1 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან დაიღუპა მამუკა ბეინაშვილი,რომელმაც ომში ყოფნის ორკვირიანი ბიოგრაფიით დაასრულა თავისი ახალგაზრდული სიცოცხლე.დედასაც უთხრა,სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო და ქვეყანასაც დაუმტკიცა,როგორი ერთგულება სცოდნია.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბეინაშვილი,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

დაკრძალვის მეორე დღეს - 7 სექტემბერს 19 წელი შეუსრულდა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით,დედაქალაქიე ერთ-ერთი ქუჩა  გმირი მეომრის-მამუკა ბეინაშვილის სახელობისაა.





ითანამშრომლა ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მამუკა ბეინაშვილი 

დაიბადა  1973 წლის 7 სექტემბერს. ქ.თბილისის 114-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ,დედაქალაქის ელმავალმშენებელ ქარხანაში ხარატად დაიწყო მუშაობა. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე,  ოჯახის მალულად წავიდა. დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს, ეშერის სკოლის ეზოში, შეტაკების დროს. 

მანანა ბენაშვილი, მამუკა ბეინაშვილის დედა: " მამუკა 1992 წლის 23 მაისს ჯარში წავიდა. ჩოლოყაშვილის პოლკში მსახურობდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, 18 წლის როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა, გული ცუდს მიგრძნობდა. ის მომენტი იყო, რომ ჩვენი ჯარი აფხაზეთისკენ დაიძრა. ჩვენი მეზობლის ბავშვი დაიღუპა ავტოკატასტროფაში და მამუკა ჯარიდან დათხოვილი იყო, პანაშვიდებზე რომ ევლო. ამხანაგი მოსულა და უთქვამს, მამუკა შენი ნაწილი აფხაზეთისკენ მიდისო. მამუკას გაუხდია სამხედრო ტანსაცმელი, ყველაფერი სკამზე დაულაგებია, რომ არ მივმხვდარიყავით და ჩუმად წავიდა. საღამოს, მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ნაწილში წავიდა, ავნერვიულდი. არ მიჰყავდათ, თურმე, შენ ახალწვეული ხარო, მაგრამ არ შეისმინა_ ძალით გაჰყოლია... გათენებული არ იყო, მეზობელთან რომ დარეკა. - დედა,მაპატიე და გთხოვ,არ ინერვიულო. მე რომ არ წავიდე, ის რომ არ წავიდეს, არავინ რომ არ წავიდეს, ქვეყანა ვის შევატოვოთ?! ეს ჩემი და ჩემი თანატოლების ვალიაო... 

ორ დღეში ერთხელ მირეკავდა ხოლმე, მამშვიდებდა. 7 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 19 წლის უნდა გამხდარიყო. ვუთხარი, იქნებ დაეთხოვო და დაბადების დღისთვის ჩამოხვიდე-მეთქი. არა დედა, ვერ ჩამოვალ, ახლა აქაურობას დაბადების დღის გამო ვერ მივატოვებ. ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნებიო. მისი წასვლიდან ორი კვირა იყო გასული; კვირა დღეს მითხრა, ორშაბათს თუ არ დაგირეკე, არ ინერვიულოო. თურმე იცოდა, რომ მეორე დღეს დავალებაზე უნდა წასულიყო. ორშაბათს ღამეს სიზმარში ვნახე, თეთრი პერანგი ეცვა, ბევრი ბიჭები დადიოდნენ ირგვლივ, მამუკამ ხელი დამიქნია და გაქრა...ეს სიზმარი ძალიან ცუდად მენიშნა, მაგრამ ჩემ გონებამდე არ დავუშვი, რომ რამე ცუდი შეიძლებოდა, მომხდარიყო. სამშაბათი რომ გათენდა, ძალიან ცუდად ვიყავი, სამსახურში ძლივს წავედი.  რომ დაბრუნდი, ეზოში ბიჭები იყვნენ შეკრებილნი, მალევე ჩემი მეუღლე მოვიდა და ერთმა მეზობელმა მეორეს გადაულაპარაკა, "მამა ხომ არ წაგვეყვანაო". თურმე,  ჩემი შვილი, ჩემი მამუკა 300 არაგველებზე საავდმყოფოში ჩამოუსვენებიათ, მეზობლებს გაეგოთ და ვერავინ გვეუბნებოდა. შემოვედით სახლში; ტელევიზორში, საინფორმაციოში აცხადებედნენ აფხაზეთში დაღუპულთა სახელებსა და გვარებს. ჩემი მეუღლე  ძალიან ნერვიულობდა... ამ დროს გამიელვა გონებაში მეზობლის სიტყვებმა :"მამა ხომ არ წაგვეყვანო".

 გამოვვარდი გარეთ, უამრავი ხალხი იყო მეორე ქუჩაზე შეკრებილი, რა ხდება ხალხო მითხარით, რა უბედურება ტრიალებს ჩემს თავს-მეთქი, დავრბოდი გიჟივით.. მაინც არაფერი მითხრეს... ჩამოვედი, კართან დავჯექი ძალაგამოლეული და ნახევარ საათში მოასვენეს ჩემი მამუკა...

როგორც მერე გავიგე, 10 ბიჭი დაზვერვაზე ყოფილა. მისმა თანამებრძოლმა, ჟურნალისტმა გია თუთბერიძემ მოგვიყვა _ეშერის სკოლის ეზოში ცეცხლი გაუხსნიათ აფხაზებს, თუ რუსებს. ერთი ბიჭი დაჭრილა, გიამ თქვა, ვყვიროდი, მომეხმარე-მეთქი და მამუკა დახმარებია. სკოლის შენობაში შეუყვანიათ. ამ დროს გიაც ფეხში დაჭრილა; როგორც მომიყვა, მამუკას ფეხში ჩაბღაუჭებია, გარეთ რომ არ გასულიყო, მაგრამ ვერ გააჩერა ჩემი შვილი. მამუკა, ამ შეტაკების დროს, ეშერის სკოლის ეზოში დაიღუპა. ასე გაუბედურდა ჩემი ოჯახი..."

ლადო გურიელი დაიბადა 09 მაისი 1971 წელს ფოტო აფხაზეთის ომის დროინდელია.

ლადო გურიელი, მამუკა ბეინაშვილის თანამებრძოლი: "ჩვენ ჯარში გავიცანით ერთმანეთი, ომშიც ერთად წავედით.  იმ დროს მამუკა სხვა ბატალიონში იყო, არ უნდოდათ მისი წამოყვანა ასაკის გამო, მაგრამ იმდენი იაქტიურა, ჩვენს სადაზვერვო დანაყოფში გადმოვიდა და ჩვენთან ერთად წამოვიდა. 18 წლის ბიჭს უნდოდა, ბრძოლის წინა ხაზზე ყოფილიყო და ყველაფერი გაეკეთებინა სამშობლოს ერთიანობის დასაცავად.  იმ საბედისწერო დღესაც ერთად ვიყავით, მე დავიჭერი და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადამიყვანეს, ჭრილობას მიხვევდნენ. მესმოდა მამუკას ხმა, უფროს მეგობრებთან მორბოდა ტყვია წამალი მოჰქონდა, იბრძოდა! ის მომენტი, როგორ დაიღუპა, არ მინახავს. ალყაში ვიყავით ეშერაში. ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი დავკარგეთ იმ ღამეს. ჩვენი გადარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მთელი  ღამე ალყაში მოგვიწია ყოფნა. იყო უაღრესად კეთილშობილი პიროვნება. იცოდა გვერდში დგომა, ბოლომდე.,, მეც დამეხმარა, დაჭრილი რომ ვიყავი. ბრძოლაშიც იკვეთებოდა მისი ეს თვისება.  იყო მართლაც სამაგალითო მეგობარი, თანამებრძოლი, სამშობლოს მოყვარული და პატრიოტი. პატარა ბიჭი იყო, მაგრამ თავისი მონდომებითა და გულანთებულობით, მაგალითს ბევრს აძლევდა." 

არჩილ ომიაძე ჯონდოს ძე დაიბადა 6 დეკემბერი 1972, თბილისში, წარმომავლობა ჭიბრევი — ნასოფლარი საქართველოშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტშიფარახეთის თემში

არჩილ ომიაძე, მამუკა ბენიაშვილის თანამებრძოლი: " ჩვენ, ჩოლოყაშვილის პოლკის სადაზვერვო დანაყოფი ვიყავით.  მამუკა ახალწვეული ჯარისკაცი იყო. ჩვენთან დაზვერვაში სულ სამხედრო გამოცდილების მქონე ხალხი მსახურობდა, მამუკა ისეთი შემართებით იყო, უნდოდა ჩვენთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უარით გავისტუმრეთ, თავისი შეუპოვრობის წყალობით, ბოლოს მაინც მივიღეთ. გამონაკლისი დავუშვით იმ ვაჟკაცური სულისკვეთების, ფიზიკური და მორალური მონაცემების გამო, რაც მას ჰქონდა. ასაკით პატარა იყო, მაგრამ დიდი გულის პატრონი. თავს არ ზოგავდა. თავის საკეთებელს ყოველთვის პასუხისმგებლობით აკეთებდა. ძალიან თბილი, მამაცი ბიჭი იყო და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული."

2016 წელს, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, მამუკა ბეინაშვილის სახელი მიენიჭა.

მამუკა ბეინაშვილი, სიკვდილის შემდეგ,,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.05.2021
ბოლო რედაქტირება 12.04.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0