ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
ალექსანდრე (გოგი) რეზესიძე დაიბადა 1952 წლის 1 მარტს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
ალექსანდრე რეზესიძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“ ასმეთაურად. იყო უშიშარი და შეუდრეკელი მეომარი.
1993 წლის 27 ნოემბერს, სოფელ ლათასთან, აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ალექსანდრე რეზესიძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ პაკელიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
დაიბადა 1952 წლის 1 მარტს, გულრიფშის რაიონ სოფელ აჟარაში. 1968 წელს დაამთავრა აჟარის
საშუალო სკოლა. 1970 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა
საზღვაო ფლოტში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. 1974 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. იმავე
წელს სოფელ აჟარაში დაიწყო მუშაობა აგრონომად და მუშაობდა 1991 წლამდე. 1992 წლიდან
ირიცხებოდა დალის რეგიონის სამთო ბატალიონის ,, მონადირე’’-ს ასეულის მეთაურად. 1993
წელის 27 ნოემბერს გმირულად დაიღუპა ლათაში, ბაგადის გვირაბთან, აფხაზ სეპარატისტებთან
შეტაკების დროს. დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და „ვახტანგ
გორგასლის 1 ხარისხის ორდენით“-სიკვდილის შემდეგ.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა