ბატალიონი `მონადირე, სრული სია. წიგნიდან "საქართველო"
გონელი (ჯეირან) გიორგის ძე ხარზიანი დაიბადა 1963 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში.
გონელი (ჯეირან) ხარზიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“. აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას მან თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოჩენილმა მებრძოლმა. 1994 წლის 24 მარტს სოფელ ლათასთან მიმდინარე ორთაბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა. გონელი (ჯეირან) ხარზიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში.
1994 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გონელი ხარზიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა