სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ  გულიაშვილი 1972-1993წწ. გარდ.სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ.ბორჯომი მალხაზ  გულიაშვილი 1972-1993წწ. გარდ.სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ.ბორჯომი მალხაზ  გულიაშვილი 1972-1993წწ. გარდ.სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ.ბორჯომი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გულიაშვილი სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

მალხაზ გულიაშვილი 1972-1993წწ. გარდ.სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ.ბორჯომი

   II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 

მალხაზ გაიოზის  ძე გულიაშვილი დაიბადა 1972  წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის  მე-6  საშუალო  სკოლა. სწავლა გააგრძელა  სამშენებლო კოლეჯში,საიდანაც 1992 წლის აგვისტოში  გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.თავდაპირველად მსახურობდა ვალეში, ექვსი თვის შემდეგ  ჩაერთო  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

         მალხაზ  გულიაშვილი 1993 წლის თებერვლიდან  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321  ცალკეულ სადაზვერვო  ბატალიონში ათეულის მეთაურად. მისი ბატალიონის მ ეთაური - მაიორი  ჯუმბერ მეტრეველი იხსენებს: „როდესაც აფხაზურმა მხარემ  სოფელი შრომა აიღო,თავდაცვის მინისტრის  გია ყარყარაშვილის ბრძანებით, სამხედრო  შენაერთებმა  მიიღეს დავალება  განეხორციელებინათ შეტევა  სოფელ შრომის მიმართულებით. ამ საბრძოლო ოპერაციაშიც  მონაწილეობდა ჩვენი  მე-2 საარმიო  კორპუსის  321-ე  ცალკეული სადაზვერვო  ბატალიონი.

სამხედრო  ოპერაცია  1993 წლის  15 ივნისს დაიწყო. ამ ბრძოლების დროს  განსაკუთრებით გამოიჩინა თავი  მალხაზ გულიაშვილმა. მან თავისი ყუმბარმტყორცნით  24  წარმატებული გასროლა  განახორციელა. გაანადგურა მოწინააღმდეგის  საბრძოლო  ტექნიკა და ცოცხალი ძალა“.  მალხაზი უშიშარი  და თავდადებული  მებრძოლი იყო.


   მალხაზ გულიაშვილი  1993 წლის 18 ივლისს,შრომა - ახალშენის ბრძოლებში  გმირულად დაიღუპა.

   საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავგანწირვისათვის  მალხაზ  გულიაშვილი სიკვდილის შემდეგ  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  II ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.05.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0