სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბონდო ლაბაძე  1960-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალოვანი საჩხერე იმერეთი ბონდო ლაბაძე  1960-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალოვანი საჩხერე იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლაბაძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ბონდო ლაბაძე 1960-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალოვანი საჩხერე იმერეთი

II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 


 ბონდო შოთას ძე ლაბაძე დაიბადა 1960  წლის 2 ივნისს  საჩხერის რაიონში . დაამთავრა ჭალვანის საშუალო სკოლა.ცხოვრობდა აფხაზეთში,დაბა  მაჭარაში.

    1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საარტილერიო  დივიზიონის  I ოცეულის  მე-2 დათვლის  მემიზნედ. იყო თავდადებული,მამაცი მეომარი,პირნათლად ასრულებდა  მასზე დაკისრებულ  მოვალეობებს.

      ბონდო ლაბაძე  1993 წლის 24 თებერვალს ერთ-ერთი საბრძოლო  ოპერაციის შესრულების დროს  გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

    საქართველოს  ტერიტორიუილი  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის  ბონდო ლაბაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „ საბრძოლო  დამსახურებისათვის“.



ბონდო ლაბაძე 1960-1993

ბონდო ლაბაძე დაიბადა 1960 წლის 2 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში. 1977 წელს დაამთავრა ჭალოვანის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის #4 საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1978 წლის შემოდგომაზე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში თავის ტყუპისცალ ძმასთან - ბორისთან ერთად. მსასურობდა ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამსედრო-სავალდებულო.

სამსასურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში. 1982 წლიდან თავისი ძმის გოგის რჩევით საცსოვრებლად და სამუშაოდ აფხაზეთში გულრიფშის რაიონში გადავიდა. 1985 წელს შექმნა ოჯასი. მალე ბონდოს და მისი მეუღლის ნატო გოგოლაძის ბედნიერებას ღვთიური გვირგვინიც დაედგა, დაიბადა პატარა სიცოცხლე, თვალხატულა ნათია, რომლის დაბადებიდან ექვსი თვის თავზე შაემა ღრუბელმა იძალა. აფსაზი ექსტრემისტების მიერ. გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის შუაგულში აღმოჩნდნენ ბონდო და მისი ძმა გოგი, გულრიფშის რაიონის სამხედრო კომისარიატმა 1992 წლის ოქტომბრისკენ ძმას ბრძოლის ველისაკენ მოუსმო, საბრძოლო მოკვლევის ფურცელში ეკითსულობთ ზემდეგი ლაბაძე ბონდო შოთას ძე ირიცსებოდა საქართველოს თავდაცვის. სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დიეიზიონის 85-ე ქეემესების ბატარეიის ათეულის მეთაურის თანამდებობაზე 1992 წლის ოქტომბრიდან. 1993. წლის 24 თებერვალს დაიღუპა.

საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს შრომა-კამანის მისადგომებთან უჩვეულოდ დიდი თოელი მოვიდა იმ წელს ზემო იმერეთში. გაჭირდა ბონდო ლაბაძის ცსედრის გაღმოსვენება მშობლიურ სოფელში, მაგრამ ბონდოს ძმამ, გოგიმ. შეუძლებელი შეძლო მეგობრების და მეზობლების დახმარებით. შვეულმფრენმა, რომლითაც ბონდოს მოასვენებდნენ, დიდთოვლობის გამო ვერც საჩხერეში და ვერც ჭიათურაში დაჯდომა ვერ მოასერხა და იძულებული გახდა, დაშვება ზესტაფონში განესორციელებინა. ფესზე დადგა. მთელი ზემო იმერეთი, გმირულად დაღუპული ვაქკაცი ღირსეულად გადმოასვენეს მშობლიურ რაიონში. ბონდოლაბაძე დაკრძალულია სოფელ ჭალოვანში ბარბარეწმინდის ეკლესიის ეზოში.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 14. ივნისის. ბრძანებულებით ბონდო. ლაბაძე დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის– სიკვდილის შემდეგ. ბონდო ლაბაძეს დარჩა მეუღლე, პატარა შვილი და შვიდი. დედმამიშვილი. საქართველოს ერთიანობისათეის დაღუპული გმირი ძმის ხსოვნა მარად დარჩება. არამარტო მათ გულში, არამედ მთელი სოფლისა და რაიონის ისტორიაში.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0