სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალიკო მაჭარაშვილი 1947-93წწ. დაკარგ.  სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ბზისხევი ზნაური ქარელი ვალიკო მაჭარაშვილი 1947-93წწ. დაკარგ.  სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ბზისხევი ზნაური ქარელი

1947-1993 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მაჭარაშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ვალიკო მაჭარაშვილი 1947-93წწ. დაკარგ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოფ. ბზისხევი ზნაური ქარელი

 II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 

 ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი დაიბადა 1947 წლის 22 მარტს ზნაურის რაიონის სოფელ  ბზისხევში. 1953 წელს მათი ოჯახი გაგრის  რაიონის სოფელ სულევოში ჩაასახლეს. დაამთავრა  ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის მოხდის შემდეგ დაოჯახდა და მეუღლესთან  და სამ შვილთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე სულევოში ცხოვრობდა.


      1992 წელს  აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებიდან უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი სამშობლოს  სადარაჯოზე  დადგა. ის და მისი ორი ძმა - ოთარი და კარლო საქართველოს  შიარაღებული  ძალების მე-2 საარმიო კორპუსის , 321-ე ცალკეული სადაზღვევო ბატალიონის რიგებში ჩაირიცხნენ.

    უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი ამ ბატალიონის მე-2 ასეულის  მე-3 ოცეულის მეთაურად დანიშნეს. ამავე ბატალიონში იბრძოდა , აგრეთვე, მისი შვილი  მევლუდ მაჭარაშვილი.

      აღნიშნული  ბატალიონი დისლოცირებული იყო  დაბა აგუძერაში,მონაწილეობდა სოხუმის თავდაცვით , ასევე,შრომა-ახალშენსა და მდინარე  გუმისმთასთან  წარმოებულ ბრძოლებში.

      1993 წლის 4 ივლისს , მიუხედავად მედგარი  წინააღმდეგობისა ,დაეცა სოფლები- შრომა და ახალშენი. ამ ბრძოლებში უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი  უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

     მევლუდ  მაჭარაშვილმა კი, აფხაზეთის დაცემის  შემდეგ  სამხედრო სამსახური  საქართველოს  შეიარაღებულ  ძალებში  განაგრძო და დღემდე  თავდაცვის სამინისტროში მსახურობს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0