სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ მილორავა  1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი  დაბ. ქ. სოხუმი ნუგზარ მილორავა  1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი  დაბ. ქ. სოხუმი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მილორავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ნუგზარ მილორავა 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი

 II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 

ნუგზარ შოთას ძე მილორავა  დაიბადა  1961 წლის 24 ივნისს ქალაქ  სოხუმში. სწავლობდა  სოხუმის მე-12 საშუალო სკოლაში. დაამთავრა რიაზანის უმაღლეს  სამხედრო სასწავლებელი. ვიცე-პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა ომის დაწყების პირველივე  დღიდან  საომარ მოქმედებებში ჩაერთო.


   ნუგზარ მილორავა 1992 წლის  ოქტომბრიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო  ბატალიონის მეთაური იყო.


    ნუგზარ მილორავა  გამოირჩეოდა  მხედრული მამაცობით  და  მაღალი ორგანიზებული ნიჭით. მე-2 საარმიო კორპუსის ხელმძღვანელობისაგან  არაერთი მადლობა დაიმსახურა. თავისი  პროფესიონალიზმიდან  გამომდინარე აქტიურად იყო ჩაბმული  ბატალიონის მიერ  წარმოებულ საბრძოლო  ოპერაციებში - სოფელ ტამიშშთან,  ცუგუროვკაში,შრომაში  მდინარე გუმისთის  მისადგომებთან.

    სოხუმზე უზომოდ  შეყვარებული  ვაჟკაცი სიციცხლის  ბოლო  წუთებამდე  ერთგულად  იდგა  მშობლიური  ქალაქის  სადარაჯოზე. 1993  წლის 27 სექტემბერს ტანკი, რომელსაც  ვიცე-პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა მართავდა,სოხუმის  ქუჩებში  უთანასწორო  ორთაბრძოლის დროს   აფხაზმა  სეპარატისტებმა  და მათმა  მხარდამჭერებმა  ააფეთქეს. ნუგზარ  მილორავა თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად  გმირულად დაიღუპა... სამწუხაროდ ,საბრძოლო მანქანა  მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში და  ცხედრების გამოყვანა  შეუძლებელი გახდა.

   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობისა,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვიცე  პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა ,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ  გორგასლის  III  ხარსიხის ორდენით.

ძამუნაშვილი ზურაბი დურმიშხანის ძე 1967-1993წწ გარდ.  26 წლის აფხაზეთი, დაბ. თბილისი ტანკის ეკიპაჟის წევრი 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 28.09.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0