II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
ქიშვარდი ხარიტონის ძე ფაცია დაიბადა 1954 წლის 17 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშავში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქიშვარდი ფაცია 1993 წლის 18 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში სარემონტო ათეულის მექანიკოსად.
სოფელ შრომის შტაბის წინ მდებარე სიმაღლის დაცვის დროს 11 ივლისს, დილის 07 საათზე დესანტის თავდასხმის დროს ქიშვარდ ფაცია თანამებრძოლებთან ერთად (ვლადიმერ დადუნაძე,თამაზ ჯალაღონია) გმირულად დაიღუპა.