მამუკა ტიტიკოს ძე ღვალაძე დაიბადა 1969 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის რაიონის სოფელ მორგვეთში.
1993 წლის 13 ივლისიდან მამუკა ღვალაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში ყუუმბარმტყორცნელად.
მამუკა ღვალაძე 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს თავისი ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა.