მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 245-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია დაიბადა 1970 წლის 28 მარტს გალის რაიონის სოფელ მზიურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 24 სექტემბრიდან , ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში, რიგითად.
აქტიურად მონაწილეობდა მიშველში,რეკასა და ფოქვეშში ბატალიონის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში.
ელგუჯა გვაგვალია დაიღუპა 1993 წლის 24 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.