სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
კონსტანტინე დადეშქელიანი 1826-1857წწ თავადი დაბ. ფარი, მესტია, სვანეთი კონსტანტინე დადეშქელიანი 1826-1857წწ თავადი დაბ. ფარი, მესტია, სვანეთი კონსტანტინე დადეშქელიანი 1826-1857წწ თავადი დაბ. ფარი, მესტია, სვანეთი

1826-1857 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი დადეშქელიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

კონსტანტინე დადეშქელიანი 1826-1857წწ თავადი დაბ. ფარი, მესტია, სვანეთი

კონსტანტინე იყო ბალსქვემო სვანეთის უკანასკნელი თავადი .


კონსტანტინე დადეშქელიანი - ( 1826 - 1857 ) .კონსტანტინე დადეშქელიანი , ( ციოყის ძე ) დაიბადა 1826 წელს სოფელ ფარში , ციოყ დადეშქელიანის ( ფარის თავადის ) ოჯახში . კონსტანტინე დადეშქელიანი ბალს ქვემო სვანეთში ფარის თავადთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ თავადი იყო 1842 - 1857 წლებში . 1857 წელს რუსებმა თავადი კონსტანტინე შეიპყრეს და ქუთაისში წაიყვანეს . კონსტანტინეს უმთავრესი სურვილი იყო ტყვეობიდან დაღწევა და სვანეთში წასვლა რათა დამპყრობელთა წინააღმდეგ აჯანყებაზე ეზრუნა . ცნობილია რომ ტყვეობაში ყოფნისას თავად დადეშქელიანს რუსთა ერთ - ერთმა სარდალმა გაგარინმა შეურაცყოფა მიაყენა , სვანმა თავადმა ეს ვერ აიტანა იშიშვლა ხმალი მოკვეთა ჯერ მკლავი და მერე თავი გაგარინს და შემდეგ მისი სამი ჯარისკაციც მიწაზე გააგორა . კონსტანტინე მოახტა ცხენს და სვანეთისაკენ გასწია , მაგრამ სამწუხაროდ ის კვლავ შეიპყრეს და ქუთაისში სამხედრო ტრიბუნალზე დახვრიტეს . უდროოდ ჩაქრა ამ შეუპოვარი ვაჟკაცის სიცოცხლე , ვაჟკაცისა რომლის მთავარი მიზანი იყო სვანეთისა და სრულიად საქართველოს თავისუფლება . კონსტანტინე დადეშქელიანი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში .


კონსტანტინე დადეშქელიანის გვამი არქიელის გორაზე მიაბარეს მიწას , ამ ადგილას შემდეგ მისმა ცოლმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია . უსამართლობისათვის დადეშქელიანის თავგანწირული ბრძოლა და ვაჟკაცური სიკვდილი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გალექსილია შემდეგი სახით.


კონსტანტინე დადეშქელიანის ქება განთქმული ქვეყანაზეო , სვანეთიდგან წამოსულა გაჯავრებული გულზეო , გაგარინმა დაიბარა რაღაც სწრაფი საქმეზეო , ,, რუსეთში უნდა წახვიდე , ნახმობი ხარ რაცხაზეო " , ხემწიფისა ბრძანებაა , ვერ გადაუხვევთ განზეო , სამი ცხენი და ტროიკა მზათ არის ეზლავ კარზეო , _ სვანეთიდგან ჩამევედი , მოვალ პირდაპირ შენთანაო შვილები მყავს სასწავლებლათ , არ ვყოფილვარ არც ერთთანო , წავალ და მათ ვინახულებ , მალე მოვალ თქვენთანაო , _ მე აქედგან ვერ გაგიშობ , ნუ მენდური მაგაზეო , შენ სვანი ხარ , არ გეძრახვის , გაიპარები გზაზეო . ეს რომ კონსტანტინს მოესმა , ხელი გაისვა ხმალზეო , _ მე სვანი ვარ , არ მეკადრის , უნდა გავიდე გვარზეო . გაგარინს შემოუქნია , თავი მოსთალა მხარზეო , სამი კაცი რომ მოუკლა , ხმალი გაუტყდა შვაზეო , მივა და გულზე მიიკრავს და გადაკოცნის ტარზეო , შენ რომ მთელი დამრჩენოდი , შევასრულებდი ცხრაზეო , ყველა გაფანტ - გამოფანტა , ერთი სტოლ ქვეშ შეუძვრესო , კონსტანტინე გამევიდა , უნდა რიონში ჩავარდესო , _ მე რომ წყალში ჩავვარდე , სირცხცილია ჩემ თავსაო . მივა და ძალით შესტეხავს ვიღაც ბაქრაძის სახლსაო , ქალები აკივლდებიან _ ვინ შემოვარდა ესაო , ვაი რა ბედი გვეწვია ჩვენ უბედურებს დღესაო . _ თქვენ , დებო , ნუ გეშინათ , მე არ გიშავებთ არაფერს , მტრისგან გამოვქცეულვარ , თორემ გაიგებთ ყველაფერს . წყალში ქუდი გადააგდო , ეგებ ვეგონო დამხრჩვალიო , მაგრამ იმ ურჯულოებმა იქ მიაყენეს მთლად ჯარიო , მაშინა თქვა კონსტანტინემ : ნეტავი სვანეთის მთაზე მთაზე დამსვაო , ჯარი ისე დამხვია , როგორც ბალანი თავსაო , ასი კაცი ხელს უკრავდა , ვერ გაგვექცევი ვერსადო , გაგარინის თავის მოცლა შენ დაგიჯდება ფასადო , ხელმწიფისა ბრძანებაა კონსტანტინე დახვრიტეთო , ქალი - კაცი გაიყვანეთ სულყველას დაანახვეთო , გაიყვანეს კონსტანტინე , ზე მიაკრეს ხეზედაო , თვალებიდგან ცეცხლს აფრქვევდა ძველენურის ფერზედაო , ხუთი ტყვია შუბლში დაჰკრეს , ათჯერ მეტი ფერდზედაო . პირისახე უცინოდა , თხილის კაკალი ეგონა .

გიორგი დადეშქელიანი-გვარიშვილის კომენტარიდან


კონსტანტინე-მურზაყან დადეშქელიანი სულიერ სიმაღლესთან ერთად გამოირჩეოდა ფიზიკური აღნაგობითაც. მისი სიმაღლე იყო 2 მ.32 სმ. ერთხელ სვანეთის სოფელ ფარში გზა გაჰყავდათ. მურზაყანმა წელზე დოინჯი შემოიწყო და იქ მყოფ ერთერთ გზის გამყვანს უთხრა: - გაზომე სიგანე!..რა სიგანეზეც მაქვს დოინჯი და ამ სიფართის გზა გააკეთეთო. გაზომეს და მისი დოინჯის სიფართის გზა როცა გაიყვანეს, ურემი და ეტლი თავისუფლად გადიოდა იმ გზაზე. მურზაყან დადეშქელიანის ნაქონი ხანჯალი დაცულია მესტიის მუზეუმში და სტანდარტულ ხანჯალზე ორჯერ დიდი ზომისაა, როგორც ხანჯლის სიგრძე, ასევე ხანჯლის პირის სიფართეც. მისი დარტყმის ძალას ხანჯალი იშვიათად უძლებდა და ხანჯალს ერთი დარტყმით ვადაში ტეხავდა. მურზაყან დადეშქელიანის თოფიც სტანდარტული თოფის ზომისგან განსხვავებულია ზომებით და დაცულია ეროვნულ მუზეუმში. დიდი ცხვარი დაკლეს. მურზაყანმა დაკლული ცხვარი ცალი ხელით დაიჭირა და ცხვარი ვიდრე არ გაატყავეს და გამოშიგნეს, ცხვარი მურზაყანს მანამდე ცალი ხელით ეჭირა. ნებისმიერი დაუმორჩილებელი ცხენის გახედნვა შეეძლო თავისუფლად. მურზაყან დადეშქელიანის ცოლი იყო რუსუდან(ადილხან) შერვაშიძე, აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის ასული. მურზაყანს და რუსუდანს ჰყავდათ რვა შვილი.

გიორგი დადეშქელიანი-გვარიშვილი დაბადებულია 1978 წელს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0