სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ (ცუგუნა) პაპავა 1956-93წწ. გარდ.სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ნუგზარ (ცუგუნა) პაპავა 1956-93წწ. გარდ.სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პაპავა სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ნუგზარ (ცუგუნა) პაპავა 1956-93წწ. გარდ.სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის  ძე  პაპავა  დაიბადა  1956  წლის  15  ივნისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. 


დაამთავრა  კოჩარის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  საშუალო  სკოლა.  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.  დემობილიზაციის  შემდეგ  მუშაობდა  კოჩარის   ავტოპარკში  და კეთილსინდისიერად   ემსახურებოდა  თავის  საქმეს.

    აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  კოჩარაში   ჩამოყალიბდა   სოფლის  თავდაცვის  შტაბი, რომლის  აქტიური  წევრი  და   ერთ-ერთი  ხელმძღვანელი იყო  ნუგზარ პაპავა.  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  მეთაურის  მოადგილედ.  მონაწილეობდა  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,რომელიც  იგეგმებოდა  24-ე  ბრიგადის  სარდლობის  მიერ.  განსაკუთრებით  თავი  გამოიჩინა  1993  წლის  2  ივლისს  ტამიშთან  მტრის  დესანტის  განადგურების  დროს.


   1993  წლის  16  სექტემბერს,  როცა  საომარი  მოქმედებები  განახლდა,  ნუგზარ  პაპავას  ოჩამჩირის  საზღვაო   პორტიდან  საბრძოლო  ტექნიკა   მიჰქონდა  ცაგერასკენ, სადაც  გააფთრებული  ბრძოლები  მიმდინარეობდა.  სამშობლოს  სიყვარულით  გულანთებულ  ვაჟკაცს  სნაიპერის  ტყვიამ  მოუსწრაფა  სიცოცხლე.

   თითქოს  წინასწარმეტყველური  იყო  მის  მიერ  თანამებრძოლებთან  ხშირად  გამეორებული   საყვარელი  პოეტის  სტრიქონები - „სნაიპერმა  ბლინდაჟები  შესძრა, შეაზანზარა. არხვატელის  მხარებსაც  შვენის  ,  მეომრის  მაზარა...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.06.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0