სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
გიგა შუბაშიშვილი 1926-2012წწ სამამულო ომი (1941-45) მონაწილე დაბ. სოფ. ნორიო, გარდაბანი, ქართლი

1926-2012 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი შუბაშიშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

გიგა შუბაშიშვილი 1926-2012წწ სამამულო ომი (1941-45) მონაწილე დაბ. სოფ. ნორიო, გარდაბანი, ქართლი

გიგა შუბაშიშვილი  დაიბადა 1926 წლის 25 მაისს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, გარდაიცვალა 2012 წლის 25 აპრილს, დაკრძალულია ნორიოში. 



ომის დასაწყისში 15 წლის იყო, ომში არ გაიწვიეს ასაკის გამო. ხშირად ხედავდა სოფლიდან გერმანულ თვითფრინავებს, რომლებიც კავკასიის ფრონტზე საქართველოს მხარესაც გადმოდიოდნენ, 17 წლის უკვე არტილერიის კურსებს სწავლობდა და სულ მალე ფრონტზეც წავიდა, ბრძოლა დაიწყო ბელორუსიის მიმართულებით, მიიღო მონაწილეობა, ბელორუსიის, პოლონეთის, გათვისუფლებისათვის და ერთ ერთი ოპირველი გადავიდა გერმანიის საზღვარზე. მონაწილეობდა, კრაკოვის, პირნას, დრეზდენის აღებისათვის, დაიჭრა პოსტამთან, ეს უკვე მესამე ჭრილობა იყო.



გერმანელები განსაკუთრებული თავგანწირვით იბრძოდნენ საკუთარ ტერიტორიებზე, მდინარე ელბას სანაპიროებზე, ქალაქ პირნას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. გერმანელებმა გამოუშვეს 20 ტანკი გიგა ამ დროს უკვე მეთური იყო და საარტილერიო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, მებრძოლებმა ერთმანეთს ფიცი მისცეს რომ მტერს ზურგს არ უჩვენებდნენ, გააფთრებული ბრძოლის შემდგომ 12 მათი ტანკი ადგილზე დარჩა, დაიჭრნენ და დაიღუპნენ უამრავი ადამიანი ორივე მხარეს. გიგას დამსახურების გამო წითელი ვარსკვლავის ორდენი მისცეს, თუმცა დაიჭრა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მან ბრძოლა უკვე დაზვერვაში გააგრძელა. შესასრულებელი ჰქოდდა ურთულესი დავალება, ახლად მოხნული მინდორი უნდა გაეარა, ტყემდე მიეღწია და ამაღლებული ადგილიდან დაეზვერა მტერი. ხოხვით მიდიოდა შედარებით ღრმა ხნულში, სადაც სნაიპერმა შეამჩნია, ის მხოლოდ ზურგზე მოკიდებულ კარდალას ხედავდა, დილით 10-საათზე გასულმა საღამოს 4 საათზე მოახერხა 200 მეტრის გავლა სნაიპერის გამო, ტყეში რომ შევიდა ნახა კარდალას 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, გიგაც დაიჭრა მსუბუქათ ფეხში თუმცა საბრძოლო დავალება წარმატებით შეასრულა, გადაეცა საბრძოლო მედალი. ომის დამთვრების შემდგომ გარკვეული პერიოდი მოუწია საზღვარგარეთ სამსახურბრივად დარჩენა, აღსანიშნავია, რომ კარგად მღეროდა და ხშირად მართავდა კონცერტებს ომის შემდგომ პერიოდში, როგორც სამხედრო ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის და დიდ მოწონებას იმსახურებდა. მისი ფოტო წლების ნამავლობაში ელეგანტურობის გამო დიდი დროით ეკიდა დრეზდენის ფოტოპავილონში. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ შეეძინა 4 შვილი ორი გოგონა და ორი ვაჟი.





ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი გოჩას ძე შუბაშიშვილი დაბადებილი 14 აპრილი 1993 წელს სოფელი ნორიო, გარდაბანი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.07.2022
სულ რედაქტირებულია 4





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0