სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ ფუტკარაძე 1963-93წწ გარდ სოფ. ბიცხი სოხუმი დაბ. რუსთავი ნოდარ ფუტკარაძე 1963-93წწ გარდ სოფ. ბიცხი სოხუმი დაბ. რუსთავი

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფუტკარაძე სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ნოდარ ფუტკარაძე 1963-93წწ გარდ სოფ. ბიცხი სოხუმი დაბ. რუსთავი

ნოდარ ფუტკარაძე სერგოს ძე დაიბადა 04 აპრილი 1963 წელი რუსთავი გარდაიცვალა გარდაიცვალა 21 სექტემბერი 1993 წელი სოფ. ბიცხი სოხუმი

მეორე საარმიო კორპუსის საარტილერიო პოლკი რიგითი 

 მოხსენიებულია შემდეგ სტატიაში

ბირცხა — სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბირცხისა და ქვემო ბირცხის ძველი სახელწოდება.

წყარო ნუგზარ ქებურია

...რამდენიმე საათის განმავლობაში საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა ბურსის მთელ ტერიტორიაზე. რუს მედესანტეთა კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, ამიტომ ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეები...

გვარდიელები ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ...

- ზდავაიტეს! ზდავაიტეს! რებიატა! - უკვე სულ ახლოდან მოისმოდა აფხაზ და რუსი მედესანტეთა შოკის მომგვრელი ხმა.

- რა ზდავაიტეს თქვენი!.. - და თითქმის სასიკვდილოდ დაჭრილ ოთარ ჯომიდავას ხელში ყუმბარმტყორცმა იღმუვლა... შეტევაზე გადმოსული, რამდენიმე მედესანტე მიწას გააკრა.

- მალადეც შენ, ოთარ, ძმაო!.. - შორიდან უყვირა რუსთაველმა ნოდარ ფუტკარაძემ. - დერჟის, ბრატ!.. მოვდივარ!.. და ფუტკარაძე ხოხვით გავარდა წინ, რადგან აფხაზები და მათი დაქირავებული მკვლელები გააფთრებით უტევდნენ ყოველი მხრიდან და თავის წამოწევის წამიერ საშუალებასაც არ იძლეოდნენ...

პატარა სახლის გვერდით მდგარ ფარეხიდან რამდენიმე რუსი მედესანტე გამოჩნდა ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი.

– თავს უშველეთ ბიჭებო!.. –მთელი ხმით იყვირა ქეთინო აღნიაშვილმა სანამ ბუჩქებში შეიმალებოდა, დაჭრილ ბიჭთან ერთად. – გომურში არიან მედესანტეები!.. ბევრნი არიან!.. – და ამ დროს გაისმა საშინელი ღმუილი, ნაღმმტყორცნის ჭურვმა ოთარ ჯომიდავას თავთან გადაიკივლა და ზედ რკინის ღობესთან აფეთქდა, სადაც ტარიელ კანთელაძე და ლაშა გვარამია იყო გამაგრებული.

- „პარაოზა“ დაჭრეს!... - მთელი ხმით იღრიალა ჩამბელმა მებრძოლმა, დათო დიდბერიძემ და მარტვილელ გია ხაჟომიას ხელის სწრაფი მოძრაობით უჩვენა დაჭრილი გვარდიელების ადგილმდებარეობა.

დაქირავებული მკვლელები გაშმაგებით დარბოდნენ ხეებსა და ბუჩქებს შორის, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს მტაცებელი ნადირისთვის დამახასიათებელი საშინელი ველური ყვირილით გადმოვიდნენ შეტევაზე…

დათო დიდბერიძემ და გია ხაჟომიამ გაჭირვებით მოახერხეს დაჭრილი ბიჭების სანგარიდან ამოყვანა და შტაბის მიმართულებით გაქცევა...

- ნუ გეშინია, ბიჭო, აგერ ვარ... - ტყვიების სეტყვაში ყრუდ გაისმოდა ღურზულელი მეზობელი ბიჭის, რამაზ კვაშილავას დაზაფრული ხმა.

ოთარი რამდენჯერაც ამ ხმას მოისმენდა,

იმდენჯერ სუნთქვა შეკრული ცას ახედავდა.. მხოლოდ ღმერთის იმედიღა ჰქონდა...

„ჩაინიკა“ (თემურ ერქვანია) ნელ-ნელა მიუახლოვდა მედესანტეთა სამალავს. იგი მთლიანად დაფარული იყო მაღალი ბუჩქნარით. ზოგ ადგილას ბუჩქის ტოტები პირდაპირ, ღრმად ჩაჭრილ სანგარში ეშვებოდა. სოხუმელ მებრძოლს ასეთი საბედისწერო მომენტისთვის დამახასიათებელი ფრთხილი, ხოხვითი მოძრაობა არ შეუნელებია. გვარდიელები მიხვდნენ, „ჩაინიკას“ უნდოდა ხელყუმბარა ზუსტი სროლით ტოტებს შორის გაეძვრინა და მედესანტეთა ხროვა საკუთარ ბუნაგშივე ჩაეხოცა. ასეც მოხდა... „ჩაინიკა“ ელვისებური სისწრაფით აიჭრა ჰაერში, საშინელი სიკვდილი ზუსტი ტყორცნით გააძვრინა ტოტებს შუა და ოკუპანტთა მაგრად მოწყობილ ბუნაგში ჩაუშვა... აფეთქების ტალღამ შეარყია ბურსის მთელი ტერიტორია...

გაფითრებულმა ნუგზარ საგინაძემ, ჩაინიკას გახედა და როცა დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო, ხმადაბლა გასძახა:

- ნუ, კაკ?..

- ვსიო ნარმალნოო!.. - იყო პასუხი.

- საღოლ, ბრატ!.. ნე ოჟიდალ!.. - სიამაყით ჩაილაპარაკა სოხუმელმა ბიჭმა, შერვაშიძის ქუჩიდან. მერე ხელმოჩრდილვით გახედა მეთაურის უმცროს ძმას, ოთარ ჯომიდავას, რომელიც ოციოდე მეტრის დაშორებით იწვა ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი.

- ხომ ცოცხალი ხარ ბიჭოო...

და ყური მიუგდო.

- ოჰოო!.. - იყო პასუხი... ეტყობოდა მძიმედ იყო დაჭრილი, რადგან თავის წამოწევა უჭირდა. ცდილობდა გახოხებას, მაგრამ ამაოდ... ერთი ხელის ფრჩხილები მიწით ჰქონდა სავსე, მეორე კი სისხლით, რადგან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა ალბათ, ან კიდევ ვინ იცის, იქნებ თითების მიწაზე დაჭერით ტკივილს იყუჩებდა...

მალე მეთაურის მოადგილე ზაალ ბოკუჩავა ხოხვა-ხოხვით მივიდა დაჭრილ ბიჭთან... იგი სისხლში ცურავდა და ღმერთისგან და კაცისგან განწირული მარტოდმარტო ებრძოდა სიკვდილს...

მეთაურის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ბოკუჩავა.

მალე მეთაურიც გამოჩნდა და მოსხლეტით ჩაიკეცა დაჭრილი ძმის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა. წამით მოეჩვენა თითქოს ძამიკომ რაღაც წაიჩურჩულა... მაგრამ არაა... უკვე გვიანი იყო ყველაფერიი...ოთარს მუცელში ჰქონდა ერთი ტყვია მოხვედრილი... მეორე მუხლს ქვემოთ... მკერდი დაცხრილული ჰქონდა... მის გვერდით პირაღმა იწვა რუსთაველი მებრძოლი ნოდარ ფუტკარაძე, რომელიც ოთარის დახმარებას შეეცადა, მაგრამ რუსმა სნაიპერმა არ დაინდო... მოშორებით, ბირცხის მხარეს, მოკრუნჩხული იწვა სოხუმელი მებრძოლი ოთარ გაგუა. მარჯვენა ხელის სისხლიანი თითები ავტომატისთვის ჩაევლო და ისე დაეტოვებინა წუთისოფელი... ნური საკანდელია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა...

- ღმერთო ჩემო! რა ვქნა? - თავი დახარა მეთაურმა, სოსო ჯომიდავამ. წამით გაფითრდა, თითქოს სისხლი გაუშრაო. - როგორი გულანთებული ბიჭები, როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოსათვის... მაგრამ, რისთვისაც ვიბრძოდით, ყველაფერი უკუღმა მოგვიტრიალდა ჩვენი სულგაყიდული მოღალატე ქართველების გადამკიდეე... - გატანჯული, ცრემლიანი სახე ნერვიულად მოიწმინდა, მერე სწრაფად დაიხარა ძმისკენ, ხელები ფრთხილად შემოხვია, მუდამ მომღიმარი, მხიარული ბიჭი გულში ჩაიხუტა და ასე ჩახუტებულმა ძმებმა სათითაოდ ჩამოუარეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ გვარდიელებს...

მეთაური სოსო ჯომიდავა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0