სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
სანდრო კახნიაშვილი.  1976 წ. ვეტერანი დაბ. სოფ. კეხვი ცხინვალი სამაჩაბლო სანდრო კახნიაშვილი.  1976 წ. ვეტერანი დაბ. სოფ. კეხვი ცხინვალი სამაჩაბლო
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი კახნიაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

392       ბეჭდვა

სანდრო კახნიაშვილი. 1976 წ. ვეტერანი დაბ. სოფ. კეხვი ცხინვალი სამაჩაბლო

სანდრო დიმიტრის ძე კახნიაშვილი დაიბადა 1976 წლის 7 აპრილს სოფ კეხვში.


ბავშვობის საუკეთესო წლები მოულოდნელად შეცვალა 1989 წლის სამაჩაბლოში დაწყებულმა ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა.ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში,როგორც მისი თანატოლები,ჯერ პასიურად,შემდეგ კი უფრო აქტიურად ჩაებნენ საკუთარი მიწა-წყლის დაცვაში,უფროს თაობასთან ერთად.საუბარში სიამაყით აღნიშნავს,მიუხედავად უმძიმესი შემოტევებისა, ქართული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ დაუტოვებია საკუთარი სახლ-კარი. გაიზარდა თაობა და უკვე თავად იტვირთეს ხეობის დაცვა.ყოველი გათენებული დღე მათთვის იყო უკიდურესად დაძაბული და სტრესული,რადგან დღე არ გავიდოდა,ამ დიდ ოჯახს,ერთი ან რამდენიმე ვაჟკაცი არ დაეკარგა.


    რაც დრო გადიოდა,ბრძოლის ხერხებიც იცვლებოდა და საბრძოლო იარაღიც.შესაბამისად მოსახლეობაც შეიარაღებული იყო და ამანაც განაპირობა ის,რომ კბილებით მოვიტანეთ 2008 წლამდე ჩვენი ლამაზი მხარე.

სანდრო კახნიაშვილი 2007 წელს ოფიციალურად ჩაირიცხა შსს-ს რიგებში,ამ დროს უკვე საპოლიციო ძალები ასრულებდა ,,საზღვრების,, დაცვის ფუნქციას.2008 წლის გაზაფხულიდან განსაკუთრებით გააქტიურდა რუსულ-ოსური მხარე.თითქმის ყოველდღე ცეცხლს უხსნიდნენ ქართულ საგუშაგოებს და მშვიდობიან მოსახლეობას.ქართული პოლიცია შესაბამისად პასუხობდა ცეცხლით და არც თუ უშედეგოდ.ეს ხდებოდა 2008 წლის 7 აგვისტომდე.7 აგვისტოს საღამოს გაიხსნა მასიური  ცეცხლი ქართული მხარის მიმართულებით,რასაც მყისიერად მოყვა გამანადგურებელი პასუხი ქართული მხარის მიმართ. 8 აგვისტოს უკვე მასიურად იბომბებოდა ორივე მხარე,მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე მიმართულებით,ქართველთა მოქმედებებით მართლაც შეძრწუნებული რუსები დახმარებას დახმარებაზე ითხოვდნენ,რასაც საკუთარი ყურით ვუსმენდით რაციებში.ამ ბომბების და ბრძოლების ფონზე ქართული მოსახლეობა ტოვებდა საკუთარ კარ-მიდამოს,რადგან გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლფასი იყო.

    რუსულ მხარეს მიზანში ჰქონდა ამოღებული პოლიციის სამმართველოს შენობა,რადგან იქიდან ხედავდნენ საშიშროებას,შესაბამისად ეს ტერიტორია ყველაზე  მეტად იბომბებოდა.აუცილებელი გახდა შენაერთის და პოლიციის ავტომანქანების გაყვანა ტერიტორიიდან,ასეც მოხდა.

    ვინაიდან პოლიციის ტელეფონებზე თუ რაციებზე ზარები არ წყდებოდა,პოლიციის ოფიცერმა,სანდრო კახნიაშვილმა მტკიცედ გადაწყვიტა არ დაეტოვებინა არსებული შენობა,ის ფაქტობრივად გამუდმებული ცეცხლის ქვეშ აგრძელებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას.სასწრაფოდ მოვახდინეთ მისი იძულებითი ევაკუაცია(გიორგი ფეხშველაშვილი,რომელმაც ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან) და როცა ვკითხეთ რატომ არ დატოვა ცეცხლის ზონა,მშვიდად გვიპასუხა.დაკეტილი კარი იქნებოდა მოსახლეობის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნიშანი.ის ისევ დაბრუნდა ადგილზე ნუგზარ და გოჩა ბაბუციძეებთან ერთად,ავტომატის ჯერით ჩამოიღეს საწყობის კარი და ბენზინით და სავსე კასრები გამოიტანეს გარეთ,რათა მოსახლეობისთვის უზრუნველყოთ ავტომანქანების საწვავით მომარაგება.უკვე ბინდდებოდა,როცა რაციით მივიღეთ შეტყობინება,დაგვეტოვებინა იქაურობა და დაგვეხია უკან,რადგან კეხვში და სავარაუდოდ უკვე შემოსული იყო დიდძალი ჯარი.კახნიაშვილმა ეს რომ გაიგო პირდაპირ პოლიციის მანქანით გაემართა კეხვისკენ,მანქანა დატვირთული იყო იარაღით და საბრძოლო მასალით.ნახევარ საათში მასთან კავშირი გაწყდა.კეხვში შესვლის მიზანი დედა იყო,რომელიც იქ ეგულებოდა.რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ შეატყობინეს,რომ დედა სხვებთან ერთად გადასულია სამშვიდობოს.უკან დაბრუნება სიკვდილს ნიშნავდა.იარაღი მოიმარაგა და საკუთარ სახლში გამაგრდა.მეორე დილის 6 საათზე დაურეკა ძმამ,მამუკა კახნიაშვილმა და უთხრა,ფრთხილად გამოდი,დედა აქ არის მსუბუქად დაჭრილი და გელოდება.ძმის ხმაში სხვა რამ ამოიკითხა და დაუფიქრებლად დაიძრა გორისაკენ.შემდეგ იხსენებდა,აღარც კი მახსოვს ბომბებს როგორ გადავურჩიო.მაგრამ წინ უარესი დახვდა.შემოვლით გზაზე შეეჩეხა რუსულ-კაზაკურ ჯგუფს,რომელიც იკავებდა ჩვენს ყოფილ საგუშაგოს.ორი წამოვიდა მის გასაჩერებლად.გაჩერება და სიკვდილი ერთი იყო,ეს იარაღი რომ ენახათ.ნელა გასცდა საგუშაგოს,მაგრამ ცეცხლი გაუხსნეს ჰაერში.წამსვე გააჩერა გადმოუხტა და პირდაპირ მიუშვა ჯერი მტერს.მოულოდნელმა ცეცხლმა დაბნეულობა გამოიწვია,რითაც ისარგებლა კახნიაშვილმა და მთელი სისწრაფით გაეცალა იქაურობას.მანქანა დაიცხრილა,მაგრამ თვითონ უვნებელი გადარჩა.ჯერ ერედვის სამმართველოში შემოვიდა,სადაც სამძიმარი ვუთხარით,მაგრამ უპასუხოდ წავიდა გორისკენ და მორგს მიაშურა.იქ თავისი ძმა და ნათესავები დახვდნენ,გვერდი აუარა შევიდა მორგში და ნახა დედა,რომელსაც თვალში ჰქონდა შემავალი ჭრილობა და საფეთქელში გამოსულიყო.მასთან ერთად დაიღუპა ოჯახის ახლობელი,თინა ავალიანიც.

ჩუმად გამოვიდა და სამმართველოში წავიდა,რათა იარაღი და ტყვია წამალი ჩაებარებინა.შემდეგ დაბრუნდა უკან და გადაწყდა დედა სოფ.კარბში დაეკრძალათ.რადგან კარბიც იბომბებოდა ძმებმა და მათმა მეგობარმა ნუგზარ ბაბუციძემ ითავეს ეს საქმე და დაკრძალეს.შენდობა უთხრეს და მას შემდეგ სანდრო კახნიაშვილი მანქანიანად გაქრა.ძმა მიხვდა,რაც ჩაიდო გულში,მაგრამ კავშირი არ ჰქონდა.ს.კახნიაშვილი ეძებდა მტერს და მოხდა კიდევაც მათი შეხვედრა.10 აგვისტოს ღამე.ერთი ათზე ასზე თუ რამდენზე არავინ იცის.რამდენიმე წუთი გაგრძელდა სროლა.ბოლოს კი მინამიოტის ტალღა ზურგს უკან და ამოტრიალდა ყველაფერი.ფორთხვით მიაღწია მანქანამდე და 25 კმ.გორამდე სისხლში ამოსვრლმა იარა.გორის ჰოსპიტალმა მიიღო,როცა გონზე მოვიდა დერეფანში საკაცეზე იწვა ,ორივე ხელზე გადასხმის აპარატი და ჟანგბადი ეკეთა,მოიხსნა და გამოიპარა,თბილისამდე ჩამოვიდა და ბიძაშვილთან,ზურაბ კახნიაშვილთან მივიდა ორხევში.

რამდენიმე წუთში გონება დაკარგა და ფილტვებიდან სისხლდენით მოათავსეს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში.რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ,აღიდგინა ჯანმრთელობა და უკვე ახალ აშენებულ სამმართველოს შეუერთდა სოფ დიცში.პრეზიხენტისგან დაჯილდოვებულ იქნა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით და მინისტრის მიერ დაწინაურებულ იქნა უფროს ინსპექტორად ყოველთვე ხელფასის გარდა სამასი ლარის ოდენობის პრემიით.სანდრო კახნიაშვილმა 2012 წლამდე იმსახურა პოლიციის რიგებში.

დღეს იგი ცხოვრობს რუსთავში.ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


მეუღლე მაკა შამუგიასთან ერთად 2018 წელი


შვილები უფროსი მარიკა,დედის სახელი,შუათანა ელენე,ბებიის სახელი,პატარას უფროსმა დებმა დაარქვეს თამარი 2019 წლის ფოტო


დედა ერასტის ასული მაისურაძე კახნიაშვილი 1950 - 08/08 2008წწ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.05.2024
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0