მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვიტალი ნოდარის ძე ხუხუა დაიბადა 1962 წლის 4 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური სსრკ შეიარაღებულ ძალებში,შორეულ აღმოსავლეთში.
ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა და ვიტალი ხუხუა მეგობრებთან ერთად სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
1992 წლის 6 დეკემბერს ვიტალი ხუხუა საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ვაჟი, რომელიც მამის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ მოევლინა სამყაროს და მამის სახელს ღირსეულად ატარებს.