სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა ჯებაშვილი 1975-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ელგუჯა ჯებაშვილი 1975-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ელგუჯა ჯებაშვილი 1975-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

1975-1993 წწ. გარდ. 18 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯებაშვილი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ელგუჯა ჯებაშვილი 1975-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ელგუჯა  ჯებაშვილი  დაიბადა  1975  წლის  26  მაისს  სოფელ  კოჩარაში. 


საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლობდა  ქალაქ  სტავროპოლში.

    აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ,ელგუჯა ჯებაშვილი  ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  პირველ  ასეულში  მოხალისედ.  მამაცი  მეომარი   სიცოცხლის  უკანასკნელ  წუთამდე  იბრძოდა  ქვეყნის   ტერიტორიული   მთლიანობისთვის. თავდასხმისას  ელგუჯამ  , თანამებრძოლებთან  ერთად  , მედგარი  წინააღმდეგობა  გაუწია  მტერს.  ალყაში  იყო   სტრატეგიული  სოფლები   ტამიში,  ლაბრა, ანუარხვა, რის  გამოც  ქალაქ  სოხუმსა   და  ოჩამჩირის  რაიონს  შორის  კავშირი  პარალიზებული  იყო. ქართული  შენაერთების  მიზანი   იყო  მტრის   მიერ  დაკავებული   ტერიტორიის   განთავისუფლება. რიგითი  ელგუჯა  ჯებაშვილი   თანამებრძოლებთან  ერთად  გაემართა მოწინააღმდეგის   ალყის   გასარღვევად  ტამიშის  მიმართულებით.  ამოცანა  დანაკარგის  გარეშე  შეასრულეს,მაგრამ  ცნობილი გახდა,რომ  სოფელ  ტამიშის  ავტოტრასაზე ხიდი  იყო  დანაღმული, საჭირო  იყო  გაუნებელყოფა. ოთხკაციანი  ჯგუფი  (ასეულის   მეთაური  ა.  შანავა, ოცეულის  მეთაური  ბ. მიბჩუანი, რიგითები  ე. ჯებაშვილი,რ. შელია)  ამ  რთული  მისიის  შესასრულებლად  გაემგზავრა.  აღნიშნული  დავალება  პირნათლად  შესრულდა, ბიჭებმა  ხიდი  გააუნებელყვეს, ქართული  არმიის  მძიმე  ტექნიკას  ,არტილერიას საშუალება  მიეცა  ქალაქ  სოხუმისკენ  გზა   გაეგრძელებინა, მაგრამ  მოწინააღმდეგე  დანებებას  არ  აპირებდა. ელგუჯა  და  მისი  თანამებრძოლები  ალყაში  მოაქციეს.  რიგითი  ელგუჯა  ჯებაშვილი  გმირულად  დაეცა  ამ  უთანასწორო  ბრძოლაში.  დედისერთა,სამშობლოზე  შეყვარებული, თავდადებული  ვაჟკაცი  მამაცობითა და  თავგანწირვით  სამაგალითო   გახდა  თანამებრძოლებისთვის.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ელგუჯა   ჯებაშვილი  ,  სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ  გორგასლის    III  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 27.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0