მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 240-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვახტანგ ბიჭიკოს ძე ლიპარტია დაიბადა 1954 წლის 7 სექტემბერს სოფელ კოჩარაში.
დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა.მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
აფხაზეთის ომში გაიწვიეს 1992 წლის აგვისტოში, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის ასმეთაურად. ლეიტენანტი ვახტანგ ლიპარტია დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ტამიშთან გამართული შეტაკების დროს. 38 წლის ვაჟკაცმა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს შესწირა თავისი სიცოცხლე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ლიპარტია , სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.