სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
კლარა ფოცხვერაშვილი 1952წ. მასწავლებელი სამცხე ჯავახეთში დაბ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

290       ბეჭდვა

კლარა ფოცხვერაშვილი 1952წ. მასწავლებელი სამცხე ჯავახეთში დაბ. ასპინძა სამცხე ჯავახეთი

   პირველი  ამაგდარი მასწავლებელი საქართველოში   2013 წელი 

     კლარა ფოცხვერაშვილი ტიტეს ასული დაიბადა 24 მაისი 1952 წელს ასპინძა, მისი მშობლები იმ პერიდში იმყოფებოდნენ განაწილებით ასპინძაში,  მამა აგრონომი, დედა მარიამ კლდიაშვილი სიმონეთიდან  ეკონომისტი.

    დაამთავარა  ასპინძის საშუალო სკოლა, 1970 წელს და ჩააბარა თბილისში პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ქართული ენა ლიტერატურა. 

    თავისი სურვილით 1990-იან წლებში წამოვიდა სამცხე ჯავახეთში, მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად. ყიდულებდნენ სახლებს და ასახლებდნენ ქართველ მოსახლეობას. რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალბატონი კლარა. სახლებს ძირითდად სტოვებდნენ რუსი ეროვნების მოქალაქეები "დოხაბურები". 


    ნინოწმიდის (ძველი ბოგდანოვკა) რაიონში საუკუნეების განმავლობაში არ არსებობდა ქართული სასწავლო დაწესებულებები, მოახერხეს და გახსნეს 5 სკოლა, ნინოწმიდის ქართული სკოლა, გოროლოვკის ქართული სკოლა, სპასოვკის ქართული სკოლა, ეფრემოვკის ქართული სკოლა. სამების ქართული სკოლა. 

    უდიდეს ქართულ საქმეში წვლილი მიუძღვის ზაზა არჯევანიძეს, თემურ ბუჩუკურს, დავით გვარამია, გელა ჯუღელი, იმდროინდელი რაიკომის მდივანი ვალიკო ბალიაშვილი, თამაზ მსხვილიძე, ზურა შაუთიძე, პედაგოგი ზოია გელაშვილი. სამების სკოლის დირექტორი ქეთევან მარგიანი და მისი მეუღლე ზაალ სუბელიანი.

    1992 წელს საიტუაციამ მოითხოვა განათლების განყოფილებაში ყოფილიყო ქართული სკოლებისა და არაქართულ სკოლებში, ქართული ენის სწავლების ინსპექტორი, რაც საკმაოდ რთული და საპასუხიმგებლო საქმე გახლდათ. პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ქალბატონმა კლარამ და დაფუძნდა სამცხე ჯავახეთში. 

    რამოდენიმე წლის შემდგომ, ფოკაში გაიხსნა დედათა მონასტერი, ქალბატონმა კლარამ გადაწყვიტა დედა ეკლესიისთვის მეტი მხარდაჭერა გაეწია და საცხოვრებლად გადმოვიდა ფოკაში. პარალელურად არაქართულ სკოლაში დაიწყო ქართული ენის მასწავლებლ;ად მუშაობა.

    და მას შემდგომ ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს და უამრავ არაქართულ მოსახლეობას შეაყვარა და ასწავლა ქართული ენა.

     მისი დამსახურებით უამრავმა მოზარდმა გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებია ქართულენოვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

   


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.06.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0