სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10637

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ნუგზარ სოხაძე 1956-93წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი  ნუგზარ სოხაძე 1956-93წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სოხაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ნუგზარ სოხაძე 1956-93წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი

  მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ნუგზარ სოხაძე დაიბადა 1955 წლის 7 დეკემბერს ქ. სოხუმში.

მამა, გრიგორ სოხაძე, მეორე მსოფლიო ომის დროს სანიტარული მატარებლის კომისარი გახლდათ. დედა– თამარ ლოხიშვილი ამავე მატარებელში მედდად მსახურობდა, ასევე იყო აფხაზეთის ომის მონაწილეც.

1971 წელს ნუგზარმა წარჩინებით დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო

სკოლა. 1973 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.


1977 წელს შევიდა ქ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაუკლტეტზე. 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა და გააგზავნეს სამუშაოდ ქ. ზუგდიდის ჩაის გადამწონ ფაბრიკაში ტექნოლოგად. 1987 წელს დაოჯახდა. 1988 წლიდან ომის დაწყებამდე მსახურობდა ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოში მთავარ ინჟინრად.1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში. დანიშნეს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის მეორე ოცეულის მეუთაურად. ჯერ ტამიშთან იბრძოდა, 1993 წლის 15-17 მარტს კი გუმისთაზე იგერიებდა მტერს და საბრძოლო გამარჯვების რწმენით გულანთებულს სჯეროდა, რომ სოხუმი აულებელი ბასტიონი იქნებოდა,

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ნუგზარ  გრიგოლის  ძე  სოხაძე   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის   ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონში  მეორე  მსროლელი  ოცეულის  მეთაურად.

    ნუგზარ   სოხაძე  აქტიურად  მონაწილეობდა  ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში. დროულად  და  გულმოდგინედ  ასრულებდა  მეთაურის  ბრძანებებს. თანამებრძოლებს  შორის  სარგებლობდა   კარგი  ავტორიტეტით. 1992  წლის   23   დეკემბერს ,სამშობლოსა  და  ერის წინაშე  თავდადებისთვის  ,საქართველოს  სახელმწიფო  მეთაურისგან  მადლობის  წერილი  მიიღო.

   ნუგზარ  სოხაძე  დაიღუპა  1993  წლის  18  სექტემბერს  ქალაქ  სოხუმში -  ერთ-ერთი  საბრძოლო  მოქმედების  დროს.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით,სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  ნუგზარ  სოხაძე   დაჯილდოვდა  მედლით  „ საბრძოლო  დამსახურებისთვის“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2021
ბოლო რედაქტირება 07.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0