მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"
თენგიზ გიორგის ძე გოლეთიანი დაიბადა 1972 წლის 3 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , თენგიზი 23-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულში რიგითად ჩაირიცხა. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში,პირნათლად ასრულებდა მეთაურთა ბრძანებებს, თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. იყო უაღრესად კეთილი,პატიოსანი,ენერგიული,სიცოცხლეზე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა.
1993 წლის 3 დეკემბერს ათარა-აფხაზსკაიასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.