სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი გლუნჩაძე ჯემალის ძე 1969-93წწ გარდ. გაგრა დაბ. ბორჯომი გიორგი გლუნჩაძე ჯემალის ძე 1969-93წწ გარდ. გაგრა დაბ. ბორჯომი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გლუნჩაძე სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

გიორგი გლუნჩაძე ჯემალის ძე 1969-93წწ გარდ. გაგრა დაბ. ბორჯომი

გიორგი გლუნჩაძე დაიბადა 1969 წელს, 

საბრძოლო მოკვლევა, რომელიც გოგას მშობლებს გადაეცა, იუწყება: „თადარიგის რიგითი გიორგი ჯემალის ძე გლუნჩაძე, რომელიც გაწვეული იყო ბორჯომის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ 90-დღიანი სამხედრო შეკრების გასავლელად, 1992 წლის 28 აგვისტოს მივლინებულ იქნა აფხაზეთში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, სადაც დაიღუპა სოფელ აჩადარასთან გამართულ

ბრძოლაში 1993 წლის 20 სექტემბერს“.

ეს არის და ეს. ამ მშრალ, კანცელარიულ სტრიქონებს მიღმა 23 წლის ვაჟკაცის სახელოვანი სიცოცხლე და გმირული სიკვდილია. გოგა სამხედრო წოდებით კი იყო რიგითი, მაგრამ, როგორც მოქალაქე და მეომარი, რიგითი კი არა, გამორჩეული პიროვნება და სამაგალითო მეომარი გახლდათ. სოხუმელი ქალბატონი ციალა ფხაკაძე, რომელმაც თავის ჭერქვეშ შეიფარა ოთხი ძმადნაფიცი მებრძოლი – გოგა, თემური, ბეგი, ზაზა და თავის თავს თვლის გოგას მეორე დედად, იგონებს: „ისინი ადრე ინსტიტუტში იყვნენ დაბანაკებულები, მაგიდებზე ეძინათ. მაშინ შევთავაზე, ჩემთან წამოდით,

შვილებო, ადამიანურად მაინც დაიძინეთ-მეთქი. სულ წინა ხაზზე იყვნენ, კვირაში ერთხელ მოდიოდნენ სახლში, დასვრილები, გადაღლილები, საჭმელს ჭამდნენ, დაიბანდნენ და მერე დაიძინებდნენ მშვიდი, ბავშვური ძილით. ჩემი გოგა სულ სხვანაირი იყო. ძალიან თბილი, მომთმენი, ალერსიანი, ხანდახან ჩაფიქრებული. უყვარდა ფეხბურთი, მუსიკა, უკრავდა გიტარაზე“... დავუმატებთ, რომ სკოლაშიც და შემდგომ, ყჟოფილი საბჭოთა კავშირის ჯარში სამსახურის დროსაც,

მრავალი სიგელი და ჯილდო აქვს მიღებული ფეხბურთსა და ყუმბარის ტყორცნაში, და მუდამ – პირველობისთვის. გოგა სხვა მხრივაც გამორჩეული იყო. მის ჩანაწერებს თვალი უბრალოდ რომ გადაავლოთ, მიხვდებით, რომ ის ნაადრევად იყო დაბრძენებული: „ყველა ჯარისკაცი ხშირად კარგავს პირად ბედნიერებას,

სამაგიეროდ, სხვებისას იცავს“, „თუკი შენ სიძნელეს ზურგს შეაქცევ, არ იფიქრო, რომ ხიფათი უკან ჩამოგრჩა“. „ვინც იყო სტუდენტი, მან ნახა ახალგაზრდობა, ვინც იყო ჯარისკაცი, მან ნახა ცხოვრება“, „უმჯობესია, იყო უკანასკნელი ლომებს შორის, ვიდრე პირველი – ტურებს შორის“, საბჭოთა არმიაში 2-წლიანი სამსახურის თაობაზე ჩაუწერია: „ცხოვრება წიგნია. არმია – ეს ორი ფურცელია,

საინტერესო ადგილას ამოხეული“.

დაკრძალულია ბორჯომში

 

ფოტოები გადაღებულია ბორჯომის ვეტერანთა დეპარტამენტში

ფოტოების გააღებაში მოგვეხმარა ბორჯომის მკვიდრი: გიორგი კუპრაძე, კობა გვარამაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.06.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0