მერაბ ხორბალაძე
მერაბ ხორბალაძე საქართველოს ძირძველ მიწაზე – აფხაზეთში, სოხუმის მისადგომებთან დაეცა ვაჟკაცურად. მშობელი მიწის მოცილენი არასდროს არ დაგვლევია, არადა, ღვთის მადლით, არც მერაბისნაირი ვაჟკაცები გვყოლია. ცოტა.
დაიბადა გორში 1965 წლის 28 მარტს. დაამთავრა ქალაქის მე-2 საშუალო სკოლა. სწავლობდა ქარელის 155-ე ტექნიკურ სასწავლებელში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა ბალტიისპირეთის რეგიონში. მუშაობდა გორის ხელსაწყოების ქარხანაში, შემდეგ კი საბინაო სამმართველოში.
იმ მძიმე დღეებში, როცა საქართველოს უჭირდა სხვადასხვა სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, როცა არ ჰყავდა რეგულარული არმია და იქმნებოდა სხვადასხვა სამხედრო. ფორმირებები, მერაბი ქართველ შევარდენთა ლეგიონში ჩაირიცხა და თავისი საბრძოლო ვალიც, როგორც დაზვერვის უფროსმა, პირნათლად მოიხადა. იმ პერიოდში, როცა ყალიბდებოდა ერთიანი საჯარისო ფორმირება, მერაბი თავის მეგობრებთან ერთად შევიდა გვარდიის გორის მე-11 ბატალიონში. და იბრძოდა სამაჩაბლოში, ცხინვალის რეგიონში მონაწილეობას იღებდა განათში, ფრისში, ერგნეთში, მამისაანთუბანში გამართულ ბრძოლებში. ამ ტერიტორიაზე სამშვიდობო ჯარების შეყვანის შემდეგ გორის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ ბიჭები ჭრილობების მოსაშუშებლად, მაგრამ ახლა აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა დაქირავებულმა მკვლელებმა წამოყვეს თავი და აგორდა.
ახალი ტალღა თავდადებისა და ვაჟკაცობისა... 1992 წლის 8 სექტემბერს შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე და ეს პატარა ბიოგრაფია ერთ დიდ გულისმომკვლელ წუხილში ჩაეტია, იმ წუხილში, რომელიც ასე მოუმრავლდათ შაოსან დედებს. მერაბისნაირი ამაყი, კეთილი, გულმართალი, პატიოსანი ბიჭები მარტო.
ახლობლებს და მეგობრებს კი არა, სრულიად საქართველოს უკვდებიან.